ავტომობილი იქ მიყვანილია, გოგონა მოკლულია სხვაგან – ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

0

ახალგაზრდა პროგრამისტის ბურუსით მოცული საქმე – თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი საქმის მკვლელობის ვერსიის მუხლით გამოკვლევას მოითხოვს. კვალიფიკაციის შეცვლის მოთხოვნით, გარდაცვლილის მშობლები გენერალურ პროკურატურაში მიდიან.

loading...

დღეს, გოგონას ოჯახის წევრების ირაკლი შოთაძეს კიდევ ერთხელ შეხვდებიან რა დროსაც, სავარაუდოდ, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს გააცნობენ ექსპერტიზის დასკვნასაც. შეხვედრას ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილიც დაესწრება.

“ავტომობილი იქ არის მიყვანილი, გოგონა არის სხვაგან მოკლული, არათუ თვითმკვლელობა, მოკლულია თამუნა და, შესაბამისად, ამაზე დეტალურად მინდა მივიღო პასუხი პროკურორისგან. კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს აუცილებლად. მეორე იქნება ის, რომ ამ ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ავტომობილი იქ ვერ იდგებოდა, იმიტომ, რომ დასტურდება გადაადგილება ნახირის და, შესაბამისად, ავტომობილი არის მიყვანილი, რაც უკვე საფუძველია ვიფიქროთ, რომ თვითმკვლელობაზე საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი. ერთ-ერთი ძირითადი რაც არის, აუცილებლად უნდა გვქონდეს ჩვენ ექსპერტიზის დასკვნები, რითაც საშუალება მოგვეცემა გავიგოთ, თუ რამ განაპირობა თამუნას გარდაცვალება და ამავდროულად, რაც მთავარია, როდის მოხდება ექსპერტების უშუალო მონაწილეობა FBI-დან,”-განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

loading...

Share.