უკრაინელი სამხედრო ევგენი ისაევი, რომელმაც პატარა გოგონა საომარი მოქმედებების ზონიდან ხელით გამოიყვანა, ბავშვთან კომუნიკაციას და მიღებულ ემოციებს სოციალურ ქსელში სხვებსაც უზიარებს.
„აფეთქებების და სროლების ფონზე ცრემლიანმა ბავშვმა თავისი პატარა ხელი ჩამჭიდა და მანტრასავით იმეორებდა: „მიყვარხარ, უკრაინელო სამხედროვ! ძალიან, ძალიან მიყვარხარ!“. ტიროდა და ამ სიტყვებს იმეორებდა.
აი, რატომ მოვიგებთ ამ ომს! რამეს დამატებაც კი არაა საჭირო“,– წერს ჯარისკაცი სოციალურ ქსელში.