ალბათ კალაძემ ივანიშვილის წასვლა უნდა აღნიშნოს – დედაქალაქის მერია პიროტექნიკის შესაძენად 100 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს

0

ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონის, შიმშილისა და გაჭირვების პარალელურად თბილისის მერია პიროტექნიკის შესაძენად 100 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს – კალაძემ ტენდერი ორი დღის წინ გამოაცხადა.
აღნიშნულ თანხას დედქალაქის მერია 2021 წლის ბიუჯეტიდან გამოყოფს.
ოპოზიცია შესყიდვის პროცესის შეჩერებას მოითხოვს, რათა ტენდერისთვის გამოყოფილი თანხები კალაძემ გაჭირვებულ ადამიანებს მოახმაროს.

loading...

“22 იანვარს რომ ტენდერს აცხადებს და 100 ათას ლარს რომ ბიუჯეტიდან ხარჯავს ფოიერვერკის შესაძენად, დამატებით უცნაური ამბავია. ალბათ ივანიშვილის წასვლა უნდა აღნიშნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერავინ გაიგებს 100 ათას ლარს – გაწირვებული მოსახლეობის თანხას რატომ იხდის პიროტექნიკაში, როცა ამ თანხის გამოყენება სხვადასხვა მიმართულებით შეიძლებოდა” – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.
ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ სად და რა მიზნისთვის უნდა გამოიყენოს მერიამ აღნიშნული პრიოტექნიკა, რომელიც საკმაოდ ძვირი ჯდება, თუმცა, ცნობილია ის, რომ ტენდერი 30 იანვარს დასრულდება და თებერვლის თვეში მოხდება შეძენილი ფოიერვერკის გამოყენება.

loading...

Share.