“ამ ამბის შემდეგ ცხოვრება როგორ უნდა გავაგრძელო? იქნებ ეხლა თავიც მოვიკლა…” – ქართველი ემიგრანტი ქალის სულისშემძვრელი წერილი

0

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში მორიგი ემიგრანტი ქალბატონის წერილი გავრცელდა, რომელიც საკუთარ უკიდურეს ყოფასა და თავსდატეხილ პრობლემებზე გულღიად საუბრობს. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“ჩემო კარგო ხალხო, ჩემო ემიგრანტებო, ზუსტად 11 წლის წინ დავტოვე ოჯახი, ავადმყოფი დედ-მამა და წავედი ემიგრაციაში რადგან სახსრები ფაქტიურად აღარ გვქონდა. მინდოდა ჩემი საყვარელი ადამიანებისთვის მომავალი მიმეცა. ამ ხნის განმავლობაში, ყოველ თვე ვუგზავნიდი ოჯახს გარკვეულ თანხას და ვეუბნებოდი – ნახევარი ბინისთვის გადადეთთქო. მინდოდა ჩემი შვილებისთვის ბინა მეყიდა. ორი შვილი მყავს გოგო-ბიჭი.
უკვე კაი ხანია ჩემი შვილებს და მეუღლეს ვეღარ ვცნობ, და რაღაც ეჭვები გამიჩნდა.

loading...

გუშინ კი, როდესაც ფული გამოვაგზავნე, ჩემს შვილებს ვურეკე, მინდოდა მეხარებინა თანხის ამბავი, რადგან შედარებით მეტის მოგროვება შევძელი ვიდრე ვაგროვებდი. სულ სველი და საშინლად დაღლილი ვიყავი, მაგრამ არ ვდარდობდი, ზარი გადიოდა და არავინ იღებდა, უკვე შემეშინდა, მეთქი ხომ არაფერი მოხდათქო, უცებ ჩემმა ერთ ერთმა შვილმა აიღო და პასუხად იცით რა მივიღე?
– რა შემიჭამე ქალო ტვინი, არ მცალია ხომ ხედავ, ავიღებ იმ დაწყევლილ ფულსო. მე დაბნეულმა და გაოცებულმა ვუპასუხე: – რატომ მელაპარაკები მასეთქო, მე ხომ შენთვის ყველაფერს ვაკეთებ რომ კარგად იყოთქო

და პასუხი საშინელი პასუხი მივიღე:
– შენ ჩემი თავისთვის, ან ჩემი დისთვის, ან მამაჩემისთვის კი არ აკეთებ ამ ყველაფერს, შენთვის აკეთებ, მანდ საგულაოდ წახვედი და ერთობი ამდენი ხანი, სინდისი შეგრჩენია ცოტა რომ რაღაც კაპიკებს გვიგდებ მაქედანო.

გუშინდელს მოყოლებული ვზივარ და ვტირი, არვიცი რა უნდა ვქნა, ან რა დაემართა ჩემს შვილებს. 11 წელი იმისთვის ვიყავი ემიგრაციაში რომ ეს სიტყვები ეთქვათ ჩემის შვილებს? ჩემი ცხოვრების ყველაზე ძვირფასი წლები შევწირე მათ, 28 წლის ასაკში ემიგრაციაში წავედი. არვიცი რა ვქნა. ემიგრანტებო, ამის შემდეგ ცხოვრება ღირს საერთოდ? უკვე ლამისაა თვითმკვლელობამდე მივიდე.”

წყარო:genews.ge

ფოტო პირობითია

loading...

Share.