საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გიორგი ამილახვარი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა, რა დროსაც შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა, ერთ-ერთი მათგანი კი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ამილახვრის განცხადებით, არასრულწლოვან ბავშვს მეთვალყურე უნდა ჰყავდეს.
„ვაკის პარკში მიმდინარეობს რეკონსტრუქცია, ბავშვები თამაშობენ, ჩაუვარდა ბურთი, ალბათ, არასრულწლოვანი იყო ეს ბავშვი, არასრულწლოვან ბავშვს რომ უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, რომ არ მოხდეს იმ ადგილას მისი ჩასვლა, სადაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია, შეიძლება მსგავსი შეფერხებები იყოს და გამოიწვიოს ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება არა მხოლოდ ბავშვის, არა მხოლოდ მოზარდის, ამაზე ახლა რამე პასუხისმგებლობას სთხოვ ვის?“, – განაცხადა ამილახვარმა.