არა პოლიტიკურ ლოკდაუნს – შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით კანცელარიასთან აქცია იმართება

0

პანდემიის გამო ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით კანცელარიასთან აქცია იმართება. ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ კი პეტიცია გაამზადა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სახელზე, სადაც სამოქალაქო აქტივისტები ტრანსპორტის ამუშავებას, შეზღუდვების მოხსნასა, კაფე-ბარების, რესტორნების, კინო თეატრებისა და თეატრების გახსნას ითხოვენ.

loading...

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, დაწესებული შეზღუდვები მხოლოდ და მხოლოდ იმას ემსახურება, რომ ხელი შეუშალოს აქტივისტებს პროტესტის გამოხატვაში და აქციების მოწყობაში. მათი თქმით, ეს არის პოლიტიკური ლოკდაუნი, რომელიც ხელისუფლების მიზნებს ემსახურება.

loading...

Share.