“არ იდარდო დედა, 10-ში ხელფასს ავიღებ და გამოგიგზავნით…” – ვინ არის ქართველი ემიგრანტი, რომელიც უფროსმა ჩხუბის დროს მოკლა

0

უმძიმესი ფაქტი – საქართველოს მოქალაქე მისსავე უფროსმა ჩხუბის დროს მოკლა. გარდაცვლილი მამაკაცი პოლონეთის ქალაქ ოსიაში, ერთ-ერთ ადგილობრივ ქარხანაში მუშაობდა და მკვლელობაში ბრალდებული მისი უფროსია. როგორც ქართველი ემიგრანტები ყვებიან, 44 წლის ვანო სანებლიძეს უთანხმოება ხელმძღვანელთან ანაზღაურების გამო მოუვიდა.
მას ხელფასი 10 რიცხვში უნდა მიეცა, თუმცა არ აძლევდა. მან უფროსი ერთ-ერთ ბეზინგასამართ სადგურზე ნახა, სადაც ჩხუბი მოუვიდათ.

loading...

გავრცელებული ვერსიით, ჩხუბის დროს უფროსმა მას ხელი ჰკრა და სავარაუდოდო, ბეტონზე თავი დაარტყა, რის შედეგადაც ადგილზევე გარდაიცვალა. საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით 1 პირია დაკავებული.

გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე, 44 წლის ვანო სანებლიძე წარმოშობით ქუთაისელი იყო. მომხდარის შესახებ ოჯახმა წუხელ შეიტყო, თუმცა, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი არ იციან. ერთ-ერთი ვერსიით, მას დამსაქმებელთან ჰქონდა კონფლიქტი და კუთვნილი ხელფასის გადახდას სთხოვდა. ჯერჯერობით, უცნობია, როდის მოხერხდება ცხედრის ჩამოსვენება, ოჯახის გამოძიების შედეგებს ელოდება.

ისინი მიცვალებულის სამშობლოში გადმოსვენებაში დახმარებას სახელმწიფოს სთხოვენ. ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს და მათი ერთადერთი მარჩენალი გარდაცვლილი ვანო სანებლიძე იყო. სწაორედ გაჭირვების გამო გარდაცვლილმა პოლონეთში წასვლა და მუშაობა გადაწყვიტა. ის წელიწადნახევარია იქ ცხოვობდა და მუშაობდა.

„მითხრა, დედა ათში ხელფასი უნდა ავიღო და მალევე გადმოგიგზავნი არ ინერვიულოთო. თურმე არ აძლევდა და ამაზე უდავიათ. ბენზინგასამართ სადგურზე უნახია უფროსი, უთქვამს ფული მომეცი, მჭირდება, ოჯახს უნდა გავუგზავნოვო. ამაზე შელაპარაკებულან, არ ვიცი ზუსტად რა მოხდა, უფროსს ხელი უკვრია და დაცემისას თავი აქვს დარყმული, ადგილზევე დაღუპულა. უფროსი იქვე დააკავეს, მაგრამ ეს მე რას მიშველის. ქარხანაში მუშაობდა, არ ვიცი ზუსტად რას აკეთებდა.

“ღამის ცვლაში რომ მუშაობად ეს ვიცი. ცუდად იყო, მეორე ჯგუფის ინვალიდი იყო, მაგრამ მაინც მუშაობდა, შვილები ჰყავს და ვინ შეინახავდა მის შვილებს. ახლა სულ გავუბედურდით, ბავშვები ობლად დამრჩა, რა გავაკეთო არ ვიცი. გადმოსვენების ფული სად გვაქვს, საკუთარი ხელფასის გამო მომიკლეს შვილი. ყველას დახმარებას ვთხოვ, ჩვენი უბედურება გულთან მიიტანონ და გარდაცვლილი მაინც ჩამომისვენონ“, – ამბობს „რეზონანსთან“ გარდაცვლილის დედა.

მისივე თქმით, ერთი სახლი აქვთ და ისიც ბანკში იპოტექით არის დატვირთული. არ იცის ბანკის თანხას როგორ გადაიხდის და რა ეშველება ობლად დარჩენილ ბავშვებს. გარდაცვლილის შვილების ჯამრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რადგანაც ზაფხულში მათ ავარია შეემთხვათ, განსაკუთრებული რეაბილიტაცია და მკურნალობა სჭირდებათ.

loading...

Share.