არ შეიძლება მომწონდეს ადამიანს ნაგავს რომ აყრიან, მაგრამ ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანების მრისხანების – ნიკა მელია

0

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში ბათუმში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. როგორც მელია ფეისბუკ პოსტში წერს, მომხდარი სასიამოვნო ფაქტი არ იყო, თუმცა აქტივისტები ამ ზმამდე უკიდურესმა ბრაზმა მიიყვანა:
“არ იყო სასიამოვნო საყურებელი და საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელია პროტესტის ასეთი მძაფრი ფორმა,
მაგრამ

loading...

‘ხელისუფლებამ’ საზოგადოებას თავს ლაფი დაასხა – ხალხს არჩევანი მოპარა, პროტესტის ადრესატმა კი ეს დასხმული ლაფი შეირგო, შეიშრო და იმ თავლაფის დამსხმელ ‘ხელისუფლებას’ გვერდით მიუჯდა.

ასე რომ, არ შეიძლება მომწონდეს ადამიანს ნაგავს რომ აყრიან, ან ნაგავში აგორავებენ, მაგრამ ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანების მრისხანების, რომლებიც იმ პოლიტიკოსებზე ბრაზდებიან, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების, ოპოზიციის აბუჩად აგდებას არაფრად აგდებენ.

ძალიან ვცდებით, თუ გვგონია რომ მხოლოდ ფეისბუკში წერით, ან ტელევიზიებში საუბრით ოდესმე, დიახ ოდესმე, დავამარცხებთ ამ ბოროტებას, რომელსაც ეს მოძალადე, არჩევნების ქურდი ხელისუფლება წარმოადგენს” – წერს მელია ფესიბუკის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერანტივას” წევრებმა თავზე ნაგავი დააყარეს.

loading...

Share.