presa
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • რელიგია
  • გართობა
  • სოციალური მედია
  • ეს საინტერესოა
  • სხვა კატეგორიები
    • სამართალი
    • ჰოროსკოპი
    • სხვადასხვა
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • ჯანმრთელობა
Facebook Twitter Instagram
კვირა, მაისი 22
  • რეგისტრაცია
  • შესვლა
  • კონტაქტი
presa
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • რელიგია
  • გართობა
  • სოციალური მედია
  • ეს საინტერესოა
  • სხვა კატეგორიები
    • სამართალი
    • ჰოროსკოპი
    • სხვადასხვა
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • ჯანმრთელობა
presa
Home»საზოგადოება»“ასე ჩამოყალიბდა ივანიშვილი დანაშაულებრივი სინდიკატის ბოსად” – 3 რამ, რისიც ივანიშვილის არ სჯერა – სანაია
საზოგადოება

“ასე ჩამოყალიბდა ივანიშვილი დანაშაულებრივი სინდიკატის ბოსად” – 3 რამ, რისიც ივანიშვილის არ სჯერა – სანაია

presaBy presa10/04/2022კომენტარები ჯერ არ არის5 Mins Read
Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
Share
Facebook Twitter LinkedIn Pinterest Email

“რა არის საქართველო დღევანდელი ხელისუფლებისთვის ? ამ საკითხზე შეგვიძლია, ვიმსჯელოთ იმის მიხედვით, თუ რას წარმოადგენს ეს ქვეყანა ბიძინა ივანიშვილისთვის.
არსებობს ასეთი განსაზღვრება ,,პატარა ქვეყანა”. ყოფით მეტყველებაში ასევე ხშირად გაიგონებთ – ,,ჩვენ პატარა ერი ვართ”.
ორივე დეფინიცია ცუდად ხვდება ყურს. ,,პატარა ქვეყანა” – ტერიტორიულად. ,,პატარა ერი” – მცირერიცხოვანი: წესით, ეს უნდა იგულისხმებოდეს, მაგრამ ასე არ არის – ქართულმა ოცნებამ ცნობიერებაში თანდათან შემოიტანა აზრი და მთალი მმართველობის განმავლობაში განამტკიცებს, რომ ,,პატარა” სულაც არ ნიშნავს მცირერიცხოვანსა და ტერიტორიულად პატარას. ამ სიტყვას პირდაპირი დატვირთვა მისცა – ჩვენ პროვინცია ვართ; არავინ არაფერს გვეკითხება; ჩვენი ადგილი ვიცოდეთ; გადაგვივლიან; ერთ დღეში აგვაყირავებენ; ჩვენი ჯარი წინააღმდეგობას ვერ გაუწევს; ომი არ შეგვიძლია; მშვიდობა თუ თავისუფლება – ერთი სიტყვით, უაღრესად დააკნინა ჩვენი ერის შესაძლებლობები. ხელისუფლება გვეუბნება, რომ ვართ დასახლებული პუნქტი, რომელსაც, სხვაში რომ არ აერიოთ, შენარჩუნებული აქვს გარკვეული ნიშნები.

ივანიშვილს არ სჯერა საქართველოსი და ქართველი ხალხის.

ამ ათი წლის განმავლობაში მას ჰქონდა რამდენიმე განსაზღვრება, რომელიც სრულ სურათს გვიხატავს მის წარმოდგენებზე.

პირველი : საქართველო არ უნდა იყოს დაპირისპირების საკითხი დასავლეთსა და რუსეთს შორის. ამით გვითხრა, რომ ჩვენ დიდი ბიჭების ურთიერთობაში არავინ არაფერს გვეკითხება. ისინი გაარკვევენ ჩვენ ნაცვლად ჩვენს ადგილსა და როლს. მოილაპარაკებენ და ჩვენც მოვერგებით. არანაირი სწრაფვა, თავად გადავწყვიტოთ ჩვენი ბედი და განვსაზღვროთ ჩვენი მომავალი. ჩვენ ,,პატარა ერი” და ,,პატარა ხალხი ვართ”.

ივანიშვილს არ სჯერა საქართველოსი; მას სჯერა რუსეთის, მისი ძლევამოსილების, მისი სიდიდისა და ძალის.

ჭკვიანად ვიყოთ, თორემ გაგვანადგურებენ; მას სჯერა, რომ აშშ-საც შეუძლია პირადად მისი განადგურება. ამიტომ სადღაც შუაში და ჩუმად უნდა ვიყოთ.

მეორე : ერთხელ ივანიშვილმა იმსჯელა სამშობლოსა და სახელმწიფოს შესახებ. ქვევრსა და ღვინოს შეადარა – თუ ღვინო არ გიყვარს, ქვევრი რა ჯანდაბად გინდაო, – ვიღაცის სიტყვები მოიყვანა. ისე გამოუვიდა, რომ სახელმწიფოსა და სამშობლოს შორის თითქოს კონფლიქტი იყოს. ვფიქრობ, მთლად ბოლომდე ვერ გადმოსცა სათქმელი, მაგრამ პირადად მე არც ეს მსჯელობა გამკვირვებია. საკუთარი სოფელი, ბუნება, ქართული სიმღერა, ცეკვა – ალბათ ეს ყველაფერი მოსწონს, რადგან ხშირად ახსენებს, მაგრამ ქართული სახელმწიფოსი მაინცდამაინც არ სჯერა. ხალხს სახელმწიფო თუ აქვს, დამოუკიდებლობა და თავისუფლება თუ აქვს, ასეთ შემთხვევაში ეძლევა შესაძლებლობა სრულად გამოამჟღავნოს თავისი შესაძლებლობები. ყველა ხალხს ცალკე სახელმწიფო არა აქვს, მაგრამ სადაც ცხოვრობს, თუ მიაჩნია, რომ მისი სახელმწიფოა და უფლებები დაცულია, ეძლევა მთელი პოტენციალის რეალიზაციის შესაძლებლობა.

ივანიშვილის მთელი ეს მსჯელობა სამშობლოსა და სახელმწიფოზე ემყარება მის ურწმუნოებას ქართული სახელმწიფოს მიმართ. ,,პატარა სოფელი” – ასე უწოდა მან ერთხელ ჩემთან ინტერვიუში საქართველოს.

მესამე : ახალგაზრდებს უთხრა, ნუ მებრძვით, ნურ ურტყამთ კედელს თავს, რა საჭიროა ეს თავგანწირვა. მაინც არაფერი გამოგივათო.

მას არ სჯერა თავგანწირვის. მას სჯერა ფულის.

საქართველო მისთვის არის ადგილი, სადაც მისი ფული დაცულია. ამისთვის სჭირდებოდა ყველა სახელმწიფო უწყება, ძალაუფლება ყველა დონეზე. ფიქრობს, რომ ნაცების თემის გამოყენებით, მაგრად შეუსრულა ქართველ ხალხს. შიშზე დაფუძნებული პროპაგანდითა და ფულით ყველაფერი მიითვისა. მიიჩნია, რომ რადგან ქვეყანას ფლობს, ქონებაც უფრო უსაფრთხოდაა. მაგრამ რა უყოს ახლა თავად ამ ქვეყანას ? შეიძლება აქვს იდეები, რომ რაღაცად აქციოს, ისეთ მოდელად, სადაც მისი ადგილი გარანტირებული იქნება და დიდ ბიჭებსაც ხელს არ შეუშლის, პორიქით მისაღებიც იქნება. გარკვეულ აღმოსავლურ სულთანატად, სადაც ყველაფერს ყოველთვის ერთი ოჯახი გადაწყვეტს. ამერიკელებიც, ევროპელებიც, რუსებიც კმაყოფილი იქნებიან, არ შეწუხდებიან. სწორედ ამიტომ ეშინია უკრაინის საკითხის – თავი დამანებეთ, არ ვერევი. ქვეყნის შიგნით უკრაინის მხარდამჭერებიც აღიზიანებს. გეგმები ერევა. ჭაობი სჭირდება. მსოფლიოში მიმდინარე პროცესები აშინებს, რადგან ძალსუფლების დაკარგვის საფრთხეს ხედავს. არ იცის, რა როგორ დასრულდება. ერთხელ თქვა, არ მჯერა, რუსეთის ინტერესში იყოს სხვა ქვეყნების დაპყრობაო. როგორ არ სჯერა, ზუსტად იცის რუსეთის ბუნება. ამიტომ შემოიტანე საკითხი – ,,აბა, ომი გინდათ ? ” ხალხს ამზადებს – თუ პუტინი დამოუკიდებლობის დათმობას მოგვთხოვს, დავუთმოთ. ესაა ამ შეკითხვის არსი. დაგვიტოვებენ სიმღერას, ცეკვას, ღვინოსა და ქვევრს. მონობას, რომელსაც მშვიდობა და პრაგმატიზმი დაერქმევა. მას ხომ სამშობლოც ასე ესმის. ქართული სახელმწიფოსი კი ისედაც არ სჯერა. ვისაც სახელმწიფო უნდა, სიმბოლიკაც გვექნება – დროშა, გერბი, ჰიმნი. ეროვნული ნაკრებიც გვეყოლება. გამოცხადდება ,,ნეიტრალიტეტი” , რეალურად კი რუსულ ორბიტაზე აღმოვჩნდებით ფორმალური სახელმწიფოებრივი ნიშნებით. რაც მთავარია, თავად ფულსა და ძალაუფლებას შეინარჩუნებს. ასე ფიქრობს.

მსოფლიოში თუ ყველაფერი ისევ ისე დარჩა, როგორც ახლაა, ეგეც მისაღებია მისთვის, რადგან ათი წელია, ასე ნართავს. თუ რუსეთი დამარცხდა, აქ პრობლემები ეწყება, მაგრამ ფიქრობს, ისე არ დამარცხდება რუსეთი, საქართველოს დამხობის ძალა არ შერჩეს. ერთი სიტყვით, ახლა უფრო პუტინისკენაა, ვიდრე უკრაინისა და დასავლეთისკენ. ისე, ომამდელი სტატუს-კვო ყველაზე მეტად აწყობდა.

რა მოდელს ხედავს მომავლისთვის ? იყოს კორუფცია – რა პრობლემაა ? სასამართლო ? ვის რად უნდა. ქვედა დონეზე რაც უნდა, ის ქნას მოსამართლემ, ზემოთ მე მივხედავ. პოლიცია ? მაინცდამაინც არ მოუჭერს ხალხს. მთავარია, მე დამიცვას. არჩევნები ? ყოველთვის მე მოვიგებ, ყველაფერს მე ვაკონტროლებ და თან გაღატაკებული ხალხის ყიდვას რა უნდა. მედია ? ნელ-ნელა ბოლომდე მოვგუდავ. ეკლესია ? პრობლემაა, სხვა ავტორიტეტი არ მაწყობს, მაგრამ ყოველთვის მოვილაპარაკებთ, ფულს მივცემ, ბოლომდე გავრყვნი, პერიოდულად დავასუსტებ და თან ჩემთვის მისაღებ კაცს გავიყვან პატრიარქად. მოსკოვთან შევთანხმდები. ეკონომიკა ? ბიუჯეტის ფული ვისაც გასწვდება, იმას ვაჭმევ. არჩევნების მოსაგებად მეყოფა, გაყალბებასა და დაშინებას დავამატებ და ეგაა. სხვებმა რა ქნან ? აიღონ ბილეთი და წავიდნენ ან იყვნენ ასე სასოწარკვეთილებაში. მოვერევი.

სულ სამ გზას ხედავს : არსებული ვითარება.

რუსეთის შემთხვევაში – ცეკას მდივანი გაფართოებული უფლებებით, ოღონდ არაფორმალურად. დასავლეთის შემთხვევაში – ავტორიტარი, რომელიც ამერიკელებს პრობლემას არ შეუქმნის. აქ რაღაც ფული იმოძრავებს, ისა, ესა. რაღაც აღმოსავლური, ეკონომიკური ადგილი, სადაც ფულს შოულობს და დასავლეთშიც არ ექნებათ პრეტენზია – დაე, იყოს. დემოკრატიული და განვითარებული საქართველო მისთვის მიუღებელია – იქ მისი ადგილი ძალაუფლებაში არაა. ყველა მის ქმედებას განსაზღვრავს ფული და ძალაუფლება. ძალაუფლება სჭირდება ფულის დასაცავად, ფული ძალაუფლების საყიდლად. სხვა მოტივაცია მას არა აქვს. ეს არასდროს შეიცვლება. საქართველოც არასდროს შეიცვლება მის ხელში. ახლა გარშემო შემოკრებილი ჰყავს სრული არარაობები. ხალხი, რომელიც არასდროს არაფერს წარმოადგენდა, ვერასდროს ვერაფერს მიაღწევდა. ბოლომდე გახრწნა. ფული აშოვნინა, ყველაფერზე ხელი მოაწერინა, ყველაფერი აკადრებინა. არც მეგულება ამქვეყნად საზიზღრობა, რასაც არ შეასრულებენ ეს კორუმპირებული, მორალისგან დაცლილი და კომპრომეტირებული ტიპები. ასე ჩამოყალიბდა ივანიშვილი დანაშაულებრივი სინდიკატის ბოსად, რომელიც განაგებს საქართველოს.

2012 წელს საქართველოს კიდევ ერთი შანსი გაუჩნდა, მანამდე მიღწეული გაეუმჯობესებინა; რაშიც წარუმატებლები ვიყავით, გამოესწორებინა, მაგრამ ათი წლის თავზე ნათელ წერტილად ოხანაშვილი, პაპუაშვილი, მდინარაძე და ვოლსკი გვყავს.

წყარო ალია

Share. Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
Previous Article“ნამდვილად ჯადო გამიკეთეს, სახლში ვიწექი და ცუდად გავხდი, ამ დროს აივანზე გავიხედე და ყვავი ჩხაოდა, უცბად ტარიელს დავუძახე და..” – ია ფარულავა
Next Article ”პატარა დათიკოს მდგომარეობა უმძიმესია…” – სამწუხარო ინფორმაცია ისრაელიდან

Related Posts

წერილი რომელიც თვალებს აგიცრემლიანებთ – ამ ბიჭს ბოლო ზარზე დედამ ამერიკიდან წერილი მისწერა. აი რა ეწერა

21/05/2022

“ტრაგედიად ექცა ბედნიერი დღე,როგორ ელოდა სკოლის დამთავრებას..” – ნახეთ ცნობილია ვინ არის 17 წლის მოსწავლე, რომელიც ბოლო ზარზე ტრაგიკულად დაიღუპა

20/05/2022

ბიძინა ივანიშვილმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, ინფორმაციას მისი სპიკერი ავრცელებს

20/05/2022
უახლესი სტატიები

“მამაკაცმა ერთი მეზობელი მოკლა და მისი ძმა შვილის თვალწინ დაჭრა..” – ნახეთ დიდი ტრაგედია კახეთში

21/05/2022

„გვარამიას მოსამართლე ამერიკის საელჩომ ამოაგდო პროგრამიდან, რომლითაც აშშ-ში მიემგზავრებოდა“ – ფორმულა

21/05/2022

“ეჭვიანობის გამო მოკლა..” – ნახეთ ცნობილია ვინ იყო 27 წლის ქალი, რომელიც ავტობუსში ქმარმა სამი პატარა შვილის თვალწინ სასტიკად მოკლა

21/05/2022

საზარელი შემთხვევა თბილისში, ავტობუსში ქმარმა ცოლს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ყელი გამოჭრა

21/05/2022
პოპულარული სტატიები
სამართალი

“მამაკაცმა ერთი მეზობელი მოკლა და მისი ძმა შვილის თვალწინ დაჭრა..” – ნახეთ დიდი ტრაგედია კახეთში

21/05/202201 Min Read

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში მკვლელობა მოხდა. გარდაიცვალა ერთი და დაჭრილია 2 ადამიანი. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა…

„გვარამიას მოსამართლე ამერიკის საელჩომ ამოაგდო პროგრამიდან, რომლითაც აშშ-ში მიემგზავრებოდა“ – ფორმულა

21/05/2022

“ეჭვიანობის გამო მოკლა..” – ნახეთ ცნობილია ვინ იყო 27 წლის ქალი, რომელიც ავტობუსში ქმარმა სამი პატარა შვილის თვალწინ სასტიკად მოკლა

21/05/2022

საზარელი შემთხვევა თბილისში, ავტობუსში ქმარმა ცოლს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ყელი გამოჭრა

21/05/2022
ჩვენს შესახებ

გასართობი საინფორმაციო საიტი

“მამაკაცმა ერთი მეზობელი მოკლა და მისი ძმა შვილის თვალწინ დაჭრა..” – ნახეთ დიდი ტრაგედია კახეთში

21/05/2022

„გვარამიას მოსამართლე ამერიკის საელჩომ ამოაგდო პროგრამიდან, რომლითაც აშშ-ში მიემგზავრებოდა“ – ფორმულა

21/05/2022

გამოიწერეთ სიახლეები

მიიღეთ სიახლეები სწრაფად

  • About
  • კონტაქტი
  • Privacy Policy
© 2020 - 2022 presa.cc

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.