აფეთქება დიდუბეში მდებარე საცხობში – დაშავებულია ორი ადამიანი

0

დიდუბეში მდებარე საცხობში აფეთქება მოხდა.

loading...

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, აფეთქებას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მათივე ინფორმაციით, საცხობის ორმა თანამშრომელმა საშუალო სიმძიმის დამწვრობა მიიღო და ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მომხდარის მიზეზებს გამოძიება დაადგენს. ამასთან, წინასწარი ინფორმაციით, საცხობში ბუნებრივი აირი დარჩათ მოშვებული, რამაც მისი დაგროვება და შემდეგ აფეთქება გამოწვია.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველოსა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

loading...

Share.