აფხაზები ქართველებისგან გამოყოფის დღეს არ უნდა აღნიშნავდნენ – ბიჭს, რომელმაც ოკუპირებული აფხაზეთის დროშა დაწვა, დახვრეტით ემუქრებიან

0

გალის რაიონში ოკუპირებული აფხაზეთის დროშის დაწვის გამო ირაკლი ბებუა დააკავეს. ირაკლიმ დროშა 27 სექტემბერს, ზუსტად იმ დღეს დაწვა, როდესაც ოკუპანტები აფხაზეთის გამარჯვების დღეს აღნიშნავდნენ.

loading...

სოციალურ ქსელში გავრცელებულია ვიდეო, სადაც ბებუა დროშის ჩადენილს აღიარებს მის საქციელს კი ხსნის იმით, რომ აფხაზები ქართველებისგან გამოყოფის დღეს არ უნდა აღნიშნავდნენ.

 

რაც შეეხება აფხაზებს, ისინი აცხადებენ, რომ ბებუა დროშის დაწვის გამო მკაცრად უნდა დაისაჯოს – დაიხვრიტოს ან დაიწვას.

 

ირაკლი ბებუას დაკავების ფაქტს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურიც გამოეხმაურა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხდართან დაკავშირებით უკვე ინფორმირებულები არიან ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები და საერთაშორისო პარტნიორები:

 

„მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, ოკუპირებული აფხაზეთის, გალის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა. ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება და გააქტიურდა ცხელი ხაზი.

 

უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, მოახდინა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებისა და საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით.

 

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს უკანონოდ დაკავებული პირის ვინაობა; ცხელი ხაზის საშუალებით გაგვიზიარეს ინფორმაცია მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. არსებული მონაცემებით უკანონოდ დაკავებული პირი იმყოფება ქ. გალში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ ადამიანების უკანონო დაკავების ფაქტებზე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. საოკუპაციო რეჟიმის მიერ მართული აღნიშნული პროცესი მნიშვნელოვნად აუარესებს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას. აღნიშნულიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია უკანონოდ დაკავებული პირის უპირობო გათავისუფლება“ – ნათქვამია განცადებაში

წყარო: ნიუპოსტი

loading...

Share.