ახალგაზრდა დედა-შვილი სასტიკად მოკლეს, მკვლელები მათი ნათესავები აღმოჩნდნენ… – საზარელი მკვლელობა, რომელმაც დღეს მთელი საქართველო შეძრა

0

მარნეულის ერთ-ერთ სოფელში ახალგაზრდა ქალი და მისი 22 წლის ვაჟი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით დედა-შვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. პოლიციამ მალევე მკვლელობისთვის ახლოში მცხოვრები მამა-შვილი დააკავა.
ყველაზე საშინელი ამ ამბავში ის არის, რომ მოკლული დედა-შვილი და მკვლელობაში ბრალდებული მამა-შვილი ერთმანეთის ნათესავები არიან.

loading...

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შსს-მ ცოტახნის წინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

”შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მამა-შვილი 1982 წელს დაბადებული ა.რ. და 2004 წელს დაბადებული მ.რ. მარნეულში დააკავეს.

მათ ბრალი ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ედებათ.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლოლალოში, მეზობლად მცხოვრებ დედა-შვილს – 1981 წელს დაბადებულ ზ.ბ.-ს და 1997 წელს დაბადებულ ა.რ.-ს, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, მათივე საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღებიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.

პოლიციამ ორივე ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღები – სანადირო თოფები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ე” და მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.” – ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.
ფოტო პირობითია

loading...

Share.