ახლახანს ცნობილი გახდა, რომ წყალტუბოში გაუჩინარებული 22 წლის ლიკა გიორგობიანი პოლიციამ ბათუმში იპოვა. როგორც მისი ახლობელი ამბობს, ლიკა თავს კარგად გრძნობს და უვნებელია.
შეგახსენებთ, 22 წლის ლიკა გიორგობიანს ოჯახი და პოლიცია 8 დღის განმავლობაში ეძებდა. სახლიდან წასვლამდე ლიკა გიორგობიანმა თან მხოლოდ პირადი ნივთები წაიღო, კუთვნილი მობილური ტელეფონი კი სახლში დატოვა.
სავარაუდოდ პოლიცია ოჯახს ძალიან მალე შეახვედრებს ერთმანეთს.