“ბაბუა უფრო ადრე რომ დაეკავათ, ჩემი შვილი ცოცხალი იქნებოდა” – გარდაცვლილი 14 წლის გოგოს დედა

0

ტრაგიკულად გარდაცვლილი 14 წლის გოგონას დედა, მერი რომანაძე, აცხადებს, რომ ბაბუა ცოტა ადრე რომ დაეკავებინათ დღეს მისი შვილი ცოცხალი იქნებოდა.
გარდაცვლილის დედა აცხადებს,

loading...

რომ თვითონაც ძალადობის მსხვერპლი იყო მამამთილის მხრიდან და უხარია, რომ დაიჭირეს.

“ბაბუა რა თქმა უნდა მოძალადე იყო. დარწმუნებული ვარ ამაში. მე თვითონ იქ 14 წელი რძალი ვიყავი და მისი მხრიდან ძალადობის მსხვერპლი ვიყავი. ძალიან გამიხარდა [მისი დაჭერა]. ის [შვილი] რომ ცოცხალი ყოფილიყო და მაშინ დაეკავათ, უფრო კარგი იქნებოდა, ჩემი შვილი ცოცხალი იქნებოდა. ჩემი შვილის გადმოცემით ვიცი, რომ ბაბუა მასზე ძალადობდა. ფიზიკურად, ხელითაც ეხებოდა ხოლმე – ეს ყველაფერი ჩემი შვილის გადმოცემით ვიცი” ,- აცხადებს “კურიერთან” გარდაცვლილის დედა.

შეგახსენებთ, რომ ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის საქმეზე მისი ბაბუა დააკავეს.

loading...

Share.