”ბავშვს ხელს არ უშვებდა, სიმწრისგან გაფითრებული და ატირებული უყურებდა პატარას…” – ახალგაზრდა დედა ჩვილთან ერთად სანიაღვრე არხში ჩავარდა…

0

ოზურგეთის ჭადრების ბაღში, ჩვილი ბავშვით ხელში მიმავალი გოგონა, მოულოდნელად სანიაღვრე არხში ჩავარდა. მან ფეხი დაადგა ცხაურს, რომლითაც არხია დახურული. თუმცა დაზიანებულმა და ჩატეხილმა ცხაურის ლითონის ზოლმა ვერ გაუძლო დაწოლას და გოგონა, ბავშვით ხელში, ცალმხრივად ჩავარდა არხში.

loading...

გულისმომკვლელი დასანახი იყო წამებში მომხდარი ფაქტი, როცა ახალგაზრდა დედა, არხში ცალმხრივად ჩავარდნილი, ცალ მკლავში მომწყვდეულ ჩვილს ხელს არ უშვებდა, თანამგზავრი ქალბატონი კი ყვირილით ცდილობდა მის შველას.

გოგონას და ჩვილს იქვე მყოფი მოქალაქეები დაეხმარნენ. საბედნიეროდ პატარა უვნებლად გადარჩა, ის მხოლოდ გაცხარებული ტიროდა. დედას კი, ახალგაზრდა გოგონას მუხლი დაჩეჩქვილი ჰქონდა და სიმწრისგან გაფითრებული და ატირებული ბავშვისკენ იმზირებოდა. უფრო იმიტომ, რომ სურდა დაენახა, უვნებლად გადარჩა თუ არა. გოგონა იქვე, ერთ-ერთ დაწესებულებაში შეიყვანეს და სახელდახელო დახმარება აღმოუჩინეს.

რაც შეეხება ჩამტვრეულ ცხაურს ოზურგეთს ჭადრების ბაღში, რომელიც არც ისე დიდი ხნის გაკეთებულია და საკმაოდ კარგადაც, მისი დაზიანება, როგორც აქ გაბრაზებული მოქალაქეები საუბრობდნენ, პარტიული წარდგენების დროს შეყვანილმა ტრაილერებმა გამოიწვია.

”ევრონაცები“ იყვნენ , „ლელო“ თუ მანუჩარ კვირველია და მისი მხარდამჭერები, ვინმემ დაუშალა შემოსვლა? ყურადღებით უნდა მოძრაობდნენ, თორემ სიარული ვინ ვის დაუშალა?” – ბრაზობდნენ ადგილზე თავმოყრილი მოქალაქეები, რომლებიც ამ კინაღამ ტრაგიკულ ფაქტს შეესწრნენ.

წყარო: გურიანიუსი

loading...

Share.