ბაუჰაუსის 2 თანამშრომელი დაიკარგა – გიორგი შალამბერიძეს და ბაია ბერუაშვილს 24 საათია ეძებენ

0

ბაუჰაუსის ბარი Facebook-ზე ორი თანამშრომლის დაკარგვის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

loading...

როგორც Facebook პოსტში წერია, გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი გუშინ ღამის 5 საათზე გავიდნენ ბარიდან, თუმცა მათი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

“გთხოვთ გაავრცელოთ. !!! ვეძებთ !!! გიორგი შალამბერიძეს და ბაია ბერუაშვილს. თუ ვინმემ უახლოესი 21 საათის განმავლობაში სადმე ნახეთ ეს ადამიანები გთხოვთ რომ გამოგვეხმაუროთ. ჩვენი თანამშრომლები არიან. გუშინ ღამე 5ზე წავიდნენ ბაუჰაუსიდან და ამ დრომდე არ ჩანან და ვეძებთ ჩვენც და პოლიციაც”, – წერია Facebook პოსტში.

loading...

Share.