“გადაწყვეტილება მიღებულია 1 თებერვლიდან გაიხსნება..” – ნახეთ პაატა იმნაძის სასიხარულო განცხადება

0

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ 1 თებერვლიდან სავაჭრო სექტორი “ფაქტობრივად მთლიანად გაიხსნება”. პაატა იმნაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ შეიცვლება. მისივე თქმით, საახალწლო პერიოდში სავაჭრო სექტორის მიერ კოვიდრეგულაციები ზედმიწევნით იყო დაცული, რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მისი ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
“პირველი თებერვლიდან დაანონსებულია უკვე, რომ გაიხსნება პრაქტიკულად მთლიანად სავაჭრო სფერო… ჩვენ ვნახეთ, რომ ბიზნესი კარგად იცავდა, როცა საახალწლოდ გაიხსნა ვაჭრობა. დიდ მოლებში ძალიან კარგად იყო დაცული ყველანაირი მოთხოვნა. ბიზნესი არის

loading...

პასუხისმგებლობიანი, მოგვყვება ამაში”, – განაცხადა იმნაძემ “ფორმულას” ეთერში.
„ალბათ ერთ-ერთი ბოლო ეტაპი ტრანსპორტის გახსნა უნდა იყოს, ტრანსპორტი ყველაზე მნიშვნელოვანია და მიმაჩნია, რომ რადგან ქალაქში ტრანსპორტი არაა, ტაქსების ფასების რეგულირება რაღაცნაირად უნა მოხდეს, იმიტომ, რომ ზოგიერთმა ადამიანმაუკვე ზედმეტად ასე ვთქვათ აიგდო მოსახლეობა, სადაც ტაქსით გადაადგილებაზე არანორმალურ ფასებს ადებს, ეს თუ მერიის მიერ ტაქსების რაღაც გარკვეული შტატი შექმნა, რითაც იზოლირებულად და ნორმალურ ფასად ადამიანთა გადაადგილება მოხდება, ეს ყველაზე კარგი იქნება, რადგან ავტობუსი თავშეყრის ადგილია, 15 წუთზე მეტხანს ყოფნა გვიწევს, რომელიც შეიძლება ძალიან დიდი პრობლემა გახდეს,” – განაცხადა იმნაძემ.

საპირისპირო მოსაზრებისაა გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე.

“ქვეყანა უნდა გაიხსნას, ყველაფერი შეიძლება ამუშავდეს, თუ ასე დავჯექით, 2023 წლამდე ასე ვიქნებით…” – განაცხადა ორიოდე დღის წინ ფხაკაძემ.
წყარო:Naxe.club

loading...

Share.