ვაკის პარკში შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. სამივე ბავშვი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ სასწრაფოდ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
ერთ-ერთი ბავშვი, რომელსაც დენმა დაარტყა გარდაიცვალა. დაღუპული 13 წლის გოგონაა. ის კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს და რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა.
“რამდენიმე წუთის ინტერვალით მოხდა პირველი პაციენტის – ბიჭის სტაბილიზაცია და მართვით სუნთქვაზე გადაყვანა. რაც შეეხება 13 წლის გოგონას, შემოვიდა გულის გაჩერებით, რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი,” – განაცხადა ექიმმა ირაკლი ფირცხალავამ.