“გილოცავ თუ სადმე ხარ მიყვარხარ და მენატრები შენი ძმა დაიბადა..” – ნახეთ გიორგი გვარჯალაძეს მეოთხე შვილი შეეძინა

0

ცნობილ ხმის რეჟისორს, „ლენო სტუდიის“ დამფუძნებელს, გიორგი გვარჯალაძეს ახლახან მეოთხე შვილი შეეძინა. მას მუსიკოსმა ლევანი დაარქვა.
ახლახან გიორგიმ გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც მის ქალიშვილს, ლენოს მის მეორე მეუღლესთან, მარიკო მიქელაძესთან ერთად აქვს გადაღებული.
გიორგიმ დაწერა:„Lenø, მა, ლევანი დაიბადა, შენი ძმა და ცრემლების ზღვაში ღიმილი შემოიტანა. სამშობიარო ბლოკის ფანჯარასთან სულ 2 ადამიანი იყო – ლულუ კახიანი და Karlo, შენი დიდი ბებო, ნათელა კი

loading...

ტელეფონში ლექსებს ამბობდა. მარიკომ ისე შეასრულა, 100-ჯერ მეტად შემიყვარდა. მიხარია, რომ შენც მოასწარი მარიკოს შეყვარება. ყველამ ვისწავლეთ სიყვარული, მაგრამ შენ აღარ ხარ… აუჰ, შენ იქნებოდი ლევანის მთავარი მეგობარი, შენს ხელში აიდგამდა ფეხს, ისწავლიდა ხატვას, ხმებში სიმღერას. რომ გაიზრდება, შენს Apple Music-ს მივცემ, თან ავუხსნი, რომ შენ დაუთმე. ახლა ჩემი და შენი ტანსაცმელი მისიც გახდება და თან ეცოდინება, რომ შენი სხეულის სითბოს ატარებს. გილოცავ, თუ სადმე ხარ, მიყვარხარ და მენატრები, მა“.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გვარჯალაძისა და ტელეწამყვან ლულუ კახიანის ქალიშვილი, ლენო, რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა… გიორგისა და ლულუს კიდევ ერთი გოგონა, ნინი ჰყავთ, გიორგის ასევე ჰყავს გოგონა ქეთი, პირველი ქორწინებიდან. ამჟამად კი მესამე ქორწინებაში იმყოფება.
წყარო:dainteresdi.club

loading...

Share.