“მაიმუნის ყვავილის” ვირუსის შესახებ პოზიტიურ ინფორმაციას ავრცელებს ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე.
როგორც ის, სოციალურ ქსელში წერს, “მაიმუნის ყვავილის” ვირუსით არც ერთი გარდაცვალება არ დაფიქსირებულა.
“კარგი ამბავი! დაწყნარდით, “მაიმუნის ყვავილის” ვირუსი 17 ქვეყანაში (აფრიკა არ ითვლება, იქ ეს ვირუსი სულ იყო და, სავარაუდოდ, იქნება. იქ ამ ვირუსის გარდა კიდევ ბევრი ვირუსია, ეს ისე) გავრცელდა და არც ერთი გარდაცვალება არ დაფიქსირებულა დღეის მდგომარეობით (ამ 17 ქვეყანაში).
პანიკას არ აჰყვეთ, შეირგეთ ზაფხულის მზე. არავინ აპირებს “ლოკდაუნების” გამოცხადებას ამ ვირუსის გამო. ჯანმრთელობას გისურვებთ” – წერს ფხაკაძე.