”გული გაუჩერდა, რის გამოც ტვინმა მოასწრო გათიშვა…” – ნახეთ რა ახალი დეტალები გახდა ცნობილი დაღუპულ 15 წლის გოგოზე…

0

დღეს კორონავირუსით 15 წლის გოგონა, ქეთი კობერიძე გარდაიცვალა. როგორც ცნობილია ბოლო დღეები ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
15 წლის ქეთიზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი, ქეთი და მისი ბაბუა ერთდროულად დაიღუპნენ. როგორც მისი მასწავლებელი ამბობს, დაღუპვის მიზეზი გულის გაჩერება იყო.

loading...

ანა კინწურაშვილი:
“ზუსტად ერთი წლის წინ, რამდენად ბედნიერები ვყოფილვართ ერთად.
ასე მითხრა, მასწიკო, სულ მინდოდა მასწავლებლები ფერიები ყოფილიყვნენ და ესეც ამისრულდაო… უამრავი ოცნება, სურვილი დარჩა..
ჩემო ქეთი, ჩემო ფერია გოგო, ჩვენო ანგელოზო. კორონა! დიახ კორონა! ბაბუა და შვილიშვილი ერთდროულად… დაიცავით ეს ოხერი წესები, დაიცავით”.

ხათო ბადირეიშვილი:
– როდესაც საავადმყოფოში მოხვდა, ონლაინ გაკვეთილებსაც ესწრებოდა. შემდეგ უცებ გაურთულდა, გული გაუჩერდა,
რის გამოც ტვინმა მოასწრო გათიშვა. გული აუმუშავეს და რამდენიმე დღე იყო აპარატზე შეერთებული, უიმედოდ… მიზეზი არავინ იცის, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, არანაირი თანმდევი დავადება არ ჰქონია.

წყარო: ambavi.cc

loading...

Share.