“გუშინ ტაქსში ჩანთა დამრჩა, სადაც ფული და ავადმყოფი დეიდაჩემის გამოკვლევის ფურცლები იდო..” – ნახეთ უცებ გამთენიისას დამირეკეს და ისეთი რამ მითხრეს გავოგნდი

0

ეს რომ არ დავწერო არ შემიძლია.😊მოკლედ გუშინ საღამოს თემქიდან წამოვედით ტაქსით მე და ჩემი და.(ქუჩაში გავაჩერეთ,)მოვედით გლდანში და ეზოში რომ შევედი მაშინ შევამჩნიე რომ ჩანთა დამრჩა ტაქსში😣😮გარდა იმისა რომ ჩემი პირადობა,ბარათები და ცოტა ფულიც მედო,ასევე ჩანთაში მქონდა ჩემი ავადმყოფი დეიდის გამოკვლევების ფურცლები და მისი პირადობაც.
ქალი კლინიკაში წევს..😮დილითღა უნახავს იმ ღვთისნიერ ადამიანს ჩემი ჩანთა მანქანაში.უნახავს დეიდაჩემის გამოკვლევების ფურცლები და იქ თემქის მისამართიც იყო მითითებული.მიიტანა მისამართზე ხელუხლებლად ყველაფერი.👍აი რაც მე ის კაცი ვლოცე 💗💗💗სამწუხაროდ არც სახელი ვიცი არც

loading...

ტელეფონი.თემქაზე რომ მიიტანა ეგრევე კი არ დაუტოვა ჩემს დეიდაშვილს..დამირეკეს და დაველაპარაკე.რომ ვუთხარი რა მედო ჩანთაში და ვუთხარი სადაც მიგვიყვანა,დარწმუნდა და დატოვა.ისინი ისე დაიბნენ რომ ვერ მოიფიქრეს ან სახელი ეკითხათ ან რამე😊😕მხოლოდ ბოლოს მანქანის ნომერიღა მოასწრეს ჩაეწერათ.😊ძალიან მინდა მოვიძიო და პირადად გადავუხადო მადლობა💗კარგი საქმე რომ გააკეთა ისედაც იცის,მაგრამ რამდენი პრობლემა აგვაცილა დეიდაჩემის პირადობა და გამოკვლევები რომ არ დაიკარგა,ეს არ იცის ალბათ.😊💗და მარტო მე კი არა,მთელი ჩემი სანათესაო ლოცავს ასეთ პატიოსან და ალალ ადამიანს.💗(მოკლედ მეთქი და რამდენი მიწერია😊მაგრამ არ მინდოდა მარტო ის დამეწერა ჩანთა დავკარგე, ვიპოვე და მორჩა😊).
წყარო:geoambebi.com

loading...

Share.