გუშინ ჩემს ქორწილში მაგარი ჩხუბი ატყდა, ჩემი საქმრო კი გასაშველებლად წავიდა და მეც უკან გავყევი… გონზე რომ მოვედი თვალი ჩალურჯებული მქონდა და გვერდები მტიოდა… აი რა მომივიდა სინამდვილეში…

0

მოგეხსენებათ დასავლეთელებისა და აღმოსავლეთელების დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ… ერთიმეორის ქილიკსა და ლანძღვაში უშურველად იხარჯებიან…
ამ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება შოთიკოც. ის ერთი შარიანი და ჩხუბისთავი ბიჭია. დასავლეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს და იმის მიუხედავად, რომ აღმოსავლელ ხალხს ცივსა და არასტუმართმოყვარეებს უწოდებს, მაინც იქაური გოგო მომიყვანა ცოლად.

loading...

2-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, შოთიკომ ცოლობაზე დამითანხმა. გრძნობა ორმხრივი იყო, მაგრამ მასთან ოჯახის შექმნაზე თავს ვიკავებდი. ამის მიზეზი კი გარკვეულ წილად ის იყო, რომ ჩხუბში ნაცემ-ნაბეგვი შოთა ხშირად მირეკავდა ხოლმე და მისი “ჩასინიაკებული” თვალის, გახეთქილი ტუჩისა და უამრავი ნაიარევის დანახვისას, უკან ვიხევდი და მასთან ურთიერთობის სურვილი მიქრებოდა, თუმცა ბოლოს მაინც სიყვარულმა გაიმარჯვა და დასავლეთში გავთხოვდი.
ქორწილი, რა თქმა უნდა, გადავიხადეთ. შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი შოთიკო სიძე-დედოფლისთვის განკუთვნილ ადგილას ვერ ისვენებდა. აქეთ მე მეწუწუნებოდა, – ნეტავ ეს “ჯავშანი” გამახდევინაო, იქით – მეჯვარეს, თავის საუკეთესო ძმაკაცს – ყელი გაშრა, დავლიოთ რამეო. მე კი ბევრი ვეჩიჩინე, ნუ სვამ ბევრს-მეთქი, მაგრამ დამიჯერებდა?

ხალხი კარგად რომ გამოთვრა, უეცრად ჩოჩქოლი ატყდა. ქეიფი შეწყდა და ყველა სეფის გარეთ გავცვივდით. ჩემმა ქმარმა, სიძე-ბატონმა რომ გაარკვია, თავის ნათესავს ერთ-ერთი ჩვენი ქართლელი მეზობელი აშარებია, პიჯაკი გაიხადა, მომაჩეჩა და ხალხის ზედახორაში ისე შევარდა, თვალი ვერ მოვკარი. – სიძე გამოიყვანეთ, სიძეო! – ვიღაცამ დაიყვირა. შეიძლება გაზვიადებულად მოგეჩვენოთ, მაგრამ შეშინებულმა, არაფერი მოსწიონ-მეთქი, სადედოფლო კაბით შევვარდი და ჩემს ქმარს დავუწყე ძებნა… ვიღაც ჩემი კლანჭების მსხვერპლიც გახდა და ისეთი ძალით ჩამოვკაწრე, მეგონა, ფრჩხილები ამძვრებოდა. – ახლა უკვე ხალხი იმას ყვიროდა – პატარძალი გაიყვანეთო!..

როდის-როდის დაცხრა ყველაფერი და ქორწილიც გაგრძელდა. იმდენი ძლიერი მუშტი და ხელი მომხვდა, გვერდები მეწვოდა და ახლაც მიკვირს, როგორ გადავრჩი, დალილავებული შოთიკო კი სკამზე ძლივს ჯდებოდა. – ცხოვრებაში არავინ გამიშველებია, სულ მე ვჩხუბობ და ასე მაშინ არ ვარ ხოლმე ნაბეგვიო, – ღიმილით მითხრა.

ამ ამბის შემდეგ დავრწმუნდი, რომ გამშველებელს მეტი ხვდება და ისღა დამრჩენია, ყველა თქვენგანი დავლოცო: ღმერთმა ისეთი ღამე (ღამეები) არ მოუშალოს თქვენს (ჩემსასაც) მტრებს, როგორიც მე და შოთას გვქონდა იმ ღამეს. სოფო.

loading...

Share.