„გუშინ, 24 წლის დედამ შვილისთვის მოიპარა „სგუშონი“… პატრულმა იტირა,“ – ძალიან ემოციური და ტრაგიკული ამბავი

0

სოციალური ქსელის მომხმარებელი ეკა ბახა „ფეისბუქში“ წერს:

loading...

 

„გუშინ დედამ შვილისთვის მოიპარა სგუშონი „ზღაპარში“ და ამ ნაძირლებმა პატრულს გამოუძახეს.ერთი ამბავი ავტეხე. პატრულმა იტირა, გეფიცები. სულ დედა აგინეს ხალხმა. ფული შევაგროვეთ და სავსე ნობათი გავატანეთ,24 წლის გოგო იყო. სამსახურიდან გამოუშვეს პანდემიის გამო. პატრული გაგიჟდა, ჩასვა და წაიყვანა ზედა ზაჰესში, „ზღაპარის“ მენეჯერს უთხრა, არ მეცვას ფორმა, თქვენ რისი ღირსებიც ხართ, იმას გაკადრებდითო. აი .4 დღე ბავშვი სუხარზე და ჩაიზე მყავსო. ქმარი დაეღუპა, სამხედრო იყო სამსაურეობრივი მოვალეობის დროს.დაიღუპა. დასკვნა თქვენთვის მომინდვია….ამასაც გავატარებთ…..“

loading...

Share.