რუსეთის ზოგიერთ ქალაქში ნაწილობრივი მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.
ამის შესახებ ინფორმაციას მედია ავრცელებს.
გამოცემა „უოლ სთრით ჯოურნალის“ ჟურნალისტი წერს, რომ აქციები მცირერიცხოვანია.
არსებული ინფორმაციით, პოლიციამ დაარბია დემონსტრანტები ირკუტსკში, ულან-უდეში და ხაბაროვსკში. ირკუტსკში, ცენტრალურ მოედანზე მიტინგზე 60-მდე ადამიანი შეიკრიბა. რამდენიმე ადამიანი დააკავეს ტომსკში. სპეცრაზმია მობილიზებულია ნოვოსიბირკსში.
რუსეთში მომუშავე უფლებადამცველთა მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან რუსეთში ომის საწინააღმდეგო აქციებზე 16,5 ათასი ადამიანი დააკავეს.