“დავკარგე მეტყველების უნარი დამეწყო ალერგული შოკი სამწუხაროდ ბავშვის..” – ნახეთ რა ტრაგედია დატრიალდა შალვა ნათელაშვილის ოჯახში

0

გადაცემა ,,ყვითელი ყუთის” სტუმარი ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის მეუღლე, ბელა ალანია გახლდათ. მან თავისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტკივილის, ბავშვის დაკარგვის შესახებ უამბო.,,მე ყოველთვის მინდოდა ბევრი შვილი მყოლოდა, სამი, ოთხი, მეტი….მესამე ფეხმძიმობა მქონდა ტოქსიკური და მირჩიეს დამელია პრეპარატი, რომელიც ტოქსიკოზს მომიხსნიდა. ეს იყო ადამიანი, რომელმაც თვითონ დალია და კარგად უშველა. ამიტომ არასოდეს უსმინოთ ადამიანებს,

loading...

როდესაც საქმე ეხება წამლებს. ყოველთვის გადაამოწმეთ ექიმთან.

ძალიან ვიყავი შეწუხებული და მაშინვე ვახარე ეს ამბავი შალვას, რომ მჭირდებოდა წამალი. ეს წამალი საქართველოში თურმე აღარც იყიდებოდა, ამოღებული იყო ხმარებიდან, მთელი საქართველო ფეხზე დააყენა, ვიდრე არ მიშოვა.

იმის გამო, რომ წამლების მიმართ ფრთხილი ვარ, ერთი აბის ნაცვლად, ნახევარი დავლიე. იმწუთასვე დამეწყო ალერგიული შოკი, დავკარგე მეტყველების უნარი. დავრეკე შალვასთან, ვეღარ ვსაუბრობდი. მეზობლის გოგომ მიშველა, დამალევინა რაღაც პრეპარატი, მოვიდნენ ექიმები, მაგრამ სამწუხაროდ, ბავშვის შენარჩუნება ვერ მოხერხდა”, – განაცხადა ბელა ალანიამ.

loading...

Share.