”დავურეკე და დახმარება ვთხოვე, მაშინ ძალიან დაგვეხმარა. ეხლა მოგიყვებით რა მოხდა…” – ნიკა გვარამია თეა წულუკიანს მადლობას უხდის…

0

„მთავარი არხის“ დირექტორი, ნიკა გვარამია იუსტიციის ყოფილ მინისტრს, თეა წულუკიანს მადლობას უხდის. როგორც ნიკა გვარამია ამბობს, რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის შეტანის დროს, წულუკიანი მათ დაეხმარა.
„მე ვულოცავ თეა წულუკიანსაც და ვეუბნები მადლობას მას. მოგიყვებით ამბავს, რატომ ვუხდი მადლობას. მაშინ იუსტიციის სამინისტრო იყო საომარ მდგომარეობაში, ომი მიმდინარეობდა და ჩვენ ვწერდით სარჩელს. მინიმალური რაღაც უნდა შეგვეტანა, რომ მოგვეთხოვა დროებითი ღონისძიება. ორივე სასამართლომ დაწერა, რომ შეჩერდეს საომარი მოქმედებები…

loading...

ამის შემდეგ ჩვენ საქმე შევიტანეთ სტრასბურგში და გვჭირდებოდა ვინმე, ვინც დაგვეხმარებოდა პროცესების სწრაფად წარმართვაში. დავურეკე თეა წულუკიანს, ვთხოვე, ძალიან ნორმალური ადამიანი იყო ხაზზე და ძალიან დაგვეხმარა. ამის გამო თეა წულუკიანს ვეუბნები მადლობას და ვულოცავ“,- აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, დღეს 2008 წლის ომის საქმეზე საქართველომ რუსეთს დავა მოუგო.

loading...

Share.