presa
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • რელიგია
  • გართობა
  • სოციალური მედია
  • ეს საინტერესოა
  • სხვა კატეგორიები
    • სამართალი
    • ჰოროსკოპი
    • სხვადასხვა
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • ჯანმრთელობა
Facebook Twitter Instagram
შაბათი, ივნისი 3
  • რეგისტრაცია
  • შესვლა
  • კონტაქტი
presa
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • რელიგია
  • გართობა
  • სოციალური მედია
  • ეს საინტერესოა
  • სხვა კატეგორიები
    • სამართალი
    • ჰოროსკოპი
    • სხვადასხვა
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • ჯანმრთელობა
presa
Home»ეს საინტერესოა»დაიღუპება საქართველო? – ლელა კაკულიას სპეციალური წინასწარმეტყველება ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით
ეს საინტერესოა

დაიღუპება საქართველო? – ლელა კაკულიას სპეციალური წინასწარმეტყველება ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით

presaBy presa12/07/2022Updated:12/07/2022კომენტარები ჯერ არ არის3 Mins Read
Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email

„იმას, რაც მსოფლიოში მოხდება, საქართველო მართლა გადაურჩება – გადაურჩება განადგურებას!“ – „ეს წინასწარმეტყველება, რომელიც 28 წლის წინ წარმოთქვა ქალბატონმა ლელა კაკულიამ, ერთ-ერთი ყველაზე საყვარელია თავად მისთვის.დარწმუნებულები ვართ, ეს ჩანაწერი ბევრ თქვენგანს ემახსოვრება, რომელსაც ლელა კაკულიამ საქართველოს განვითარების პროგრამა უწოდა.
ვფიქრობთ, მისი გახსენება კიდევ ერთხელ მოგესალბუნებათ და სრულიად საფუძვლიანი იმედითაც აღგავსებთ – მით უმეტეს მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ წაუკითხავს.
1994 წელი, 1 აპრილი, დღის 12 საათი

ხედვაში თეთრი ჯვარია საქართველოს თავზე. დგება წლები სიძლიერისა და გამრავლებისა.

მომავალში საქართველო ხელშეუხებელი ზონა იქნება. დღევანდელ (1994 წლის) პოლიტიკურ მოღვაწეთაგან არცერთს არ ვხედავ მთავრობის ხაზით მომავალში. ისინი ხელის ერთი მოსმით ქრებიან თითქოს.

მართლაც საშინელი პერიოდი გადაიტანა საქართველომო, ასე ვიტყვით მომავალში.

ვხედავ, შავ ზღვაზე საქართველო ყველაზე ძლიერი სახელმწიფო იქნება. შევალთ ნატოში. იმ დროისთვის რუსეთი ძალიან დასუსტებულია – მუსლიმები დაუპირისპირდებიან. სრულდება, რაც 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე რუსეთზე, ამიტომაც მას საკუთარი თავი დააინტერესებს და არა სხვები.

იმას, რაც მსოფლიოში მოხდება, საქართველო მართლა გადაურჩება – გადაურჩება განადგურებას!

მომავალში საქართველოში ზოგი ეროვნება წაიშლება, ანუ გაქრება…

მეცნიერული ხაზით საქართველო ძლიერდება და რუსების მიერ დახშული კარები იღება. ქართული მეცნიერული იდეები გააოცებს მსოფლიოს ისევე, როგორც ჩემი წინასწარმეტყველებები. ჩვენც კი გაგვიკვირდება, თუ რამდენი ნიჭიერი ადამიანი, ფენომენი გვყოლია ყველა დარგში. ეს რეალობაა.

ჭადრაკში, მაგალითად, საქართველოს წლების განმავლობაში განადიდებს ახალი დედოფალი – პატარა ნინო.

ფეხბურთში ახალი გუნდი იქმნება. მოდის ახალი ძალა – მსოფლიოს გააკვირვებენ. ხელოვნებასა და გამოგონებებზე აღარც ვლაპარაკობ.

ვხედავ ზამთრის ოლიმპიადები ბაკურიანში.

შავი ზღვისპირეთი სოხუმიდან ბათუმამდე, ანუ სოჭიდან თურქეთის საზღვრებამდე — ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე იქნება. წავა ახალი პროექტებით მუშაობა, მშენებლობა. არქიტექტურულ იდეებს მოგვაწვდიან (ანუ დაამუშავებენ) ამერიკელები და ევროპელები. ყველა ჩაერთვება.

შევიმუშავებთ ჩაის ახალ ტექნოლოგიას, „კოლხეთის მედეას“. ბალახებს, ანუ ჩაის, რომელსაც სრული მოწონება და აღიარება ელის, თვით ჩინეთი და ინდოეთი შეისყიდიან, რადგან ეს საკვირველი ბალახი იზრდება მხოლოდ კოლხეთში.

ქართველები დაიწყებენ წარსულის, ძველი ისტორიის ამოქექვას, დაინტერესდებიან, როგორ მოქმედებდნენ მეფენი, ანუ როგორი იყო მათი პოლიტიკა; დაიწყებენ წარსულის ეკონომიკის შესწავლას, გაარკვევენ, სად მოდიოდა მდიდარი მარცვლეული, სად რა ხარობდა უკეთესად და ყველაფერს თავის ადგილზე დააწყობენ.

სხვა ქვეყნის კაკალი, კარტოფილი, სტაფილო ან ყურძენი არ ხარობს საქართველოს მიწაზე არცერთ შემთხვევაში!!!

ასეთმა შემოტანამ გაანადგურა ძვირფასი ნერგები და მარცვლეულობანი. ამიტომ მოგვაქვს და მოვაშენებთ წარსულის ნერგებს, ვთესავთ ნათესებს და ისევ მოძლიერდება ქართული სოფელი. საქართველოს მიწა ივსება ხვავითა და დოვლათით.

ვაზი – მშვენება ქართველთა და სიმბოლო ქართველი კაცისა, უბრუნდება ქართულ მიწას. მეღვინეობა დიდად განვითარდება და ჩვენი ღვინოები პირველ ადგილსაც დაიკავებენ მსოფლიოში.

მესხეთ-ჯავახეთი იქნება ერთ-ერთი ძლიერი სამიწათმოქმედო ადგილი საქართველოში. აბიბინდება პური, ჭვავი, სელი (სელის ქარხნებსაც ვხედავ), გაიხარებს მრავალი ნარგავი და ნათესი. მესხეთ–ჯავახეთი გულია საქართველოსი მომავალში.

შირაქის ველებზე უზარმაზარ პროგრამას განახორციელებენ და მთელ საქართველოს მოედება გლეხის – ქართველი კაცის ხელი. და ვხედავ იმ დროს, როცა საქართველოს არავისი არაფერი არ დასჭირდება (ანუ პროდუქტი). კავკასიონსა და სხვა მხარესაც ისევ მოეფინება ცხვრის ფარები, თანაც ისეთი რაოდენობით, როგორიც, მგონი, არცერთ საუკუნეს არ ახსოვს.

მეცხოველეობა განსაკუთრებით დასავლეთში, კოლხეთის დაბლობზე იკიდებს ფეხს.

და საიდან ეს ყველაფერი? იქიდან, რომ ყველაფერს სათავეში დაუდგებიან მეცნიერები, მცოდნენი საკუთარი საქმისა. მაგალითად, სოფლის მეურნეობის მინისტრი იქნება მეცნიერი მიწისა და სოფლისა და. ა.შ.ასეთი გამომგონებლებისა და მეცნიერების წყალობით (განსაკუთრებით, ისტორიკოსებისა, რომლებიც წარსულისა და მომავალი საქართველოს დადებით მხარეებს აერთიანებენ) საქართველო ერთ-ერთი ძლიერი ქვეყანა იქნება მსოფლიოში!“, – წერს ლელა კაკულია.

Share. Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
Previous Article“გარდაიცვალა ჩვენი მამუკა ექიმი, საშინელი დილა გაგვითენდა..” – ნახეთ რა გახდა ცნობილი ქართველი ექიმის გარდაცვალების მიზეზი
Next Article “გაანადგურე ჩვენი ოჯახი,მომავალი დაუნგრიე შვილებს..” – ნახეთ დაღუპული ქართველი ბიჭის ცოლის წერილი აგატირებთ

Related Posts

რეალური “მაუგლის” ტრაგიკული ისტორია – ვინ იყო და როგორ გაგრძელდა მგლების მიერ გაზრდილი ბიჭის დაუჯერებელი ისტორია, რომელიც მონადირეებმა ჯუნგლებში იპოვეს (ფოტორეპორტაჟი)

31/05/2023

თუ ცერა თითზე თითს დაიჭერთ, დიდ პრობლემას მოიხსნით – ეს ყველამ უნდა იცოდეს!

21/05/2023

მასწავლებლებს გოგონა ჩაკეტილი ჰყავდათ გისოსებში, თუმცა შემდეგ სკოლაში დედა მივიდა

15/05/2023
უახლესი სტატიები

“პატარას ლიზა იასკომ და მიშამ ისეთი სახელი დაარქვეს არავის ჰქვია და ვერ წარმოიდგენთ რა თქვა სოფომ მათზე..”

03/06/2023

“ღმერთო,3 წლის ბავშვს პირდაპირ შეასკდა,ბავშვი მოწყვეტით ძირს დაეცა და..” – ნახეთ ამ წამს უმძიმესი შემთხვევა მოხდა

02/06/2023

“სასაფლაოდან ტყუპი ბავშვის ცხედრები გაიტაცაეს,დედამ რომ დაინახა ეს..” – ნახეთ რას ამბობს ბავშვების დედა

01/06/2023

რეალური “მაუგლის” ტრაგიკული ისტორია – ვინ იყო და როგორ გაგრძელდა მგლების მიერ გაზრდილი ბიჭის დაუჯერებელი ისტორია, რომელიც მონადირეებმა ჯუნგლებში იპოვეს (ფოტორეპორტაჟი)

31/05/2023
პოპულარული სტატიები
საზოგადოება

“ღმერთო,3 წლის ბავშვს პირდაპირ შეასკდა,ბავშვი მოწყვეტით ძირს დაეცა და..” – ნახეთ ამ წამს უმძიმესი შემთხვევა მოხდა

02/06/202301 Min Read

საბერძნეთიდან ქართველი ემიგრანტები უმძიმესი ავარიის შესახებ იტყობინებიან. ბერძნული მედიის ცნობით, ქართველი ემიგრანტის ქალიშვილი ავარიაში მოყვა.…

“სასაფლაოდან ტყუპი ბავშვის ცხედრები გაიტაცაეს,დედამ რომ დაინახა ეს..” – ნახეთ რას ამბობს ბავშვების დედა

01/06/2023

“ძალიან ავად არის სოსო მას..” – ნახეთ სოსო მეგობარმა გაამხილა რა სჭირს მსახიობს

30/05/2023

რეალური “მაუგლის” ტრაგიკული ისტორია – ვინ იყო და როგორ გაგრძელდა მგლების მიერ გაზრდილი ბიჭის დაუჯერებელი ისტორია, რომელიც მონადირეებმა ჯუნგლებში იპოვეს (ფოტორეპორტაჟი)

31/05/2023
ჩვენს შესახებ

გასართობი საინფორმაციო საიტი

“პატარას ლიზა იასკომ და მიშამ ისეთი სახელი დაარქვეს არავის ჰქვია და ვერ წარმოიდგენთ რა თქვა სოფომ მათზე..”

03/06/2023

“ღმერთო,3 წლის ბავშვს პირდაპირ შეასკდა,ბავშვი მოწყვეტით ძირს დაეცა და..” – ნახეთ ამ წამს უმძიმესი შემთხვევა მოხდა

02/06/2023

გამოიწერეთ სიახლეები

მიიღეთ სიახლეები სწრაფად

  • About
  • კონტაქტი
  • Privacy Policy
© 2020 - 2023 presa.cc

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.