“დამიბრუნონ ჩემი შვილი, უკვე 4 თვეა თვალით არ მინახავს” – დედა, რომელიც 4 თვეა, შვილის დაბრუნებას ითხოვს, დღეს აქციას გამართავს

0

დედა, რომელიც 4 თვეა, შვილის დაბრუნებას უშედეგოდ ითხოვს, დღეს აქციას გამართავს.
ნანა შარაშენიძე ირწმუნება, რომ ბავშვებისთვის პირობების შესაქმნელად ყველაფერი გააკეთა და მისთვის გაუგებარია, რატომ არ უბრუნებენ შვილს.

loading...

“ვითხოვ, რომ დამიბრუნონ ჩემი შვილი, უკვე 4 თვეა რაც წაყვანილი ჰყავთ, თვალით არ მინახავს, ხან ერთ ოჯახში, ხან მეორე ოჯახში გადაჰყავთ, დამიბრუნონ, რატომ არ მიბრუნებენ, ის მაინც მითხრან სიმართლე, დაუბანელი ან მოუწესრიგებელი ბავშვი არასდროს არ ყოფილა, გავაკეთ ყველაფერი, რაღას მებრძვიან” – განაცხადა დედამ.
ცნობისთვის, ნანა შარაშენიძეს შვილი, 3 წლის ნიკოლოზი სოციალური სამსახურის დასკვნის საფუძველზე წაართვეს.

loading...

Share.