დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, ორსული – სახლების ნგრევა აფრიკის დასახლებაში

0

თბილისში, აფრიკის დასახლებაში მერია მოსახლეობას სახლებს უკვე რამდენიმე საათია უნგრევს. ადგილობრივი მოსახლეობა მერიის გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდა, შესაბამისად, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

loading...

დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არიან ქალები და 1 ორსულიც. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა.

მერმა, კახა კალაძემ, 25 ნოემბერს, მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ მუნიციპალური მიწების მითვისებამ სისტემური ხასიათი მიიღო და რომ “ეს უმსგავსობა დედაქალაქში უნდა დამთავრდეს”.
წყარო მთავარი არხი

loading...

Share.