“დაჭრილი რო მიყავდათ მამას ბანკის ბარათი მისცა ფული გამოიყენე ძმა გადამირჩინეო..” – ნახეთ რას ყვება ადვკოატი და ნათესავი

0

“მე ჩემი ძმის არც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, არც გან­ზრახ და­ზი­ა­ნე­ბა არ მინ­დო­და, შემ­თხვე­ვით მოხ­ვდა დანა. მე მისი მოკ­ვლა არ მდო­მე­ბია”, – მხო­ლოდ ეს სი­ტყვე­ბი თქვა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე 21 წლის გი­ორ­გი ახ­ლო­ურ­მა, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი ძმის, 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის, მიშო ახ­ლო­უ­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი.
პრო­კუ­რა­ტუ­რა მის­თვის პა­ტიმ­რო­ბას ითხოვ­და და აცხა­დებ­და, რომ ეს იყო გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი თა­მარ გა­ჩე­ჩი­ლა­ძე კი შემ­თხვე­ვი­თო­ბა­ზე ლა­პა­რა­კობს. მან მო­სა­მარ­თლეს 5000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ ბრალ­დე­ბუ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა სთხო­ვა, თუმ­ცა მო­სა­მარ­თლემ გი­ორ­გი ახ­ლო­ურს პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. ის ახლა უმ­ძი­მე­სი ბრალ­დე­ბით გლ­და­ნის ცი­ხე­შია და გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბას იქ და­ე­ლო­დე­ბა.
თა­მარ გა­ჩე­ჩი­ლა­ძე, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ად­ვო­კა­ტი:

loading...

“გი­ორ­გი ძმის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნობს. ამ ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ მისი ემო­ცი­უ­რი და სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან მძი­მეა, ამი­ტომ ბრალ­დე­ბუ­ლი დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს. ეს იყო უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა, დიდი ტრა­გე­დია და არა – და­ნა­შა­უ­ლი. ძმის­თვის სას­წრა­ფო გი­ორ­გიმ გა­მო­ი­ძა­ხა. 4-ჯერ და­რე­კა, რად­გან “სას­წრა­ფო” მოს­ვლას აგ­ვი­ა­ნებ­და, თან ოპე­რა­ტორს ეკი­თხე­ბო­და, მას­წავ­ლეთ, რით შე­იძ­ლე­ბა ჩემს დაჭ­რილ ძმას და­ვეხ­მა­რო მათ მოს­ვლამ­დეო. ის ძმის გა­დარ­ჩე­ნას ცდი­ლობ­და და ვფიქ­რობ, დრო­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა რომ აღ­მო­ე­ჩი­ნათ, შე­იძ­ლე­ბა ბიჭი გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. “სას­წრა­ფომ” და­აგ­ვი­ა­ნა და ეტყო­ბა, სის­ხლის­გან და­ი­ცა­ლა.

ბრალ­დე­ბულს ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო სა­უ­ბა­რიც კი უჭირს. გარ­დაც­ვლი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი იყო. თვი­თონ ბრალ­დე­ბუ­ლიც წარ­მა­ტე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდაა, სკო­ლა გერ­მა­ნი­ა­ში აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ბოლო სამი წელი გერ­მა­ნი­ა­ში სწავ­ლობ­და. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად იცის ენე­ბი. ამ­ჟა­მად გა­ყიდ­ვე­ბის აგენ­ტად მუ­შა­ობს. არა­ნა­ი­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი წარ­სუ­ლი არ აქვს. ძმებს შო­რის სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­ფლიქ­ტი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა. ეს არის ოჯა­ხის დიდი ტრა­გე­დია.

მა­რი­ამ ჩი­ტიშ­ვი­ლი, ბი­ძაშ­ვი­ლი:

“ძა­ლი­ან ცუ­დია, რომ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ასე აშუ­ქე­ბენ მომ­ხდარს. თით­ქოს ჩვე­ნი ტრა­გე­დია და უბე­დუ­რე­ბა არ გვყოფ­ნის და ახლა ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბიც ვრცელ­დე­ბა. რაც მოხ­და, შემ­თხვე­ვი­თო­ბა იყო. ძმე­ბი არა­სო­დეს ჩხუ­ბობ­დნენ. ბი­ჭე­ბის მამა ტაქ­სის მძღო­ლია, დი­ლის 5 სა­ათ­ზე დგე­ბა, რომ იმუ­შა­ოს. ადრე ბიზ­ნე­სი ჰქონ­და, მაგ­რამ ასე­თია ცხოვ­რე­ბა – ახლა ტაქ­სის მძღო­ლად მუ­შა­ობს. იმ ღა­მით სახ­ლში დაღ­ლი­ლი მი­ვი­და, მი­შომ ჩაი მო­უმ­ზა­და. ამის შემ­დეგ მა­რა­დი და­სა­ძი­ნებ­ლად გა­ვი­და და ჩა­ე­ძი­ნა. ძმებს ცხოვ­რე­ბა­ში ჩხუ­ბი არ მოს­ვლი­ათ, იმ ღა­მით რომ ეჩხუ­ბათ, მა­მას გა­ეღ­ვი­ძე­ბო­და, რად­გან პა­ტა­რა ბინა აქვთ.

ტე­ლე­ვი­ზო­რის ხმის აწე­ვა-და­წე­ვის გამო მოხ­და კა­მა­თი. გი­ორ­გიმ მი­შოს სთხო­ვა, ტე­ლე­ვი­ზორს და­უ­წიე, უნდა და­ვი­ძი­ნო, დი­ლით ადრე უნდა ავ­დგე და სამ­სა­ხურ­ში წა­ვი­დეო. გი­ორ­გი გერ­მა­ნულ კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობ­და, ყო­ველ­თვე აწი­ნა­უ­რებ­დნენ. ეს ბი­ჭე­ბი არც სვამ­დნენ, არც სი­გა­რეტს ეწე­ოდ­ნენ. სპორ­ტს მის­დევ­დნენ და წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბიც იყ­ვნენ, არა­და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­ში­ნე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი იწე­რე­ბა.

მი­შოს ჰყავ­და ძაღ­ლი ლუსი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან უყ­ვარ­და, რამ­დენ­ჯერ­მე რომ სთხო­ვა გი­ორ­გიმ, ტე­ლე­ვი­ზო­რის­თვის და­ე­წია და არ და­უ­წია, დანა აუ­ღია და კა­ბე­ლი გა­და­უჭ­რია, ძმე­ბი წა­კა­მათ­დნენ. ძაღ­ლმა ეს რომ და­ი­ნა­ხა, გი­ორ­გის ყეფა და­უ­წყო. ნახე ახლა შენს ძაღლს რა ვუქ­ნაო, უთ­ქვამს და ძაღლს მო­უქ­ნია თურ­მე დანა, მაგ­რამ შემ­თხვე­ვით მი­შოს მოხ­ვდა. ორი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბიჭი და­კარ­გეს მშობ­ლებ­მა…
წყარო:geonewest.com

loading...

Share.