presa
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • რელიგია
  • გართობა
  • სოციალური მედია
  • ეს საინტერესოა
  • სხვა კატეგორიები
    • სამართალი
    • ჰოროსკოპი
    • სხვადასხვა
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • ჯანმრთელობა
Facebook Twitter Instagram
კვირა, ივნისი 26
  • რეგისტრაცია
  • შესვლა
  • კონტაქტი
presa
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • რელიგია
  • გართობა
  • სოციალური მედია
  • ეს საინტერესოა
  • სხვა კატეგორიები
    • სამართალი
    • ჰოროსკოპი
    • სხვადასხვა
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • ჯანმრთელობა
presa
Home»პოლიტიკა»ევროკავშირის ელჩი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრის დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა

ევროკავშირის ელჩი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრის დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

presaBy presa02/11/2021კომენტარები ჯერ არ არის2 Mins Read
Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
Share
Facebook Twitter LinkedIn Pinterest Email

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრის დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“31 ოქტომბერს, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი მოსამართლე წევრი აირჩია. ეს დანიშვნები მოხდა ადგილობრივი არჩევნების მეორე დღეს; როდესაც მხოლოდ ოთხი დღე იყო გასული მას შემდეგ, რაც კონფერენციის დღის წესრიგი გამოქვეყნდა. ამ თანამდებობებზე აქამდე მომუშავე ორმა ქალბატონმა თავიანთი თანამდებობები მოულოდნელად, უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დატოვა. დანიშვნებამდე კანდიდატების გამოცხადება არ მომხდარა.
დანიშვნები იყო ნაჩქარევი, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული. შესაბამისად, ისინი ეწინააღმდეგება საქართველოს ვალდებულებებს, რომლებიც მიზნად ისახავს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების, ხარისხისა და ამ სისტემისადმი ნდობის გაზრდას, ევროკავშირი – საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად.

საქართველოში სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის სფეროში ეს რიგით მეხუთე უკან გადადგმული ნაბიჯია ბოლო ოთხი თვის განმავლობაში. ის მოჰყვა 12 ივლისს, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების შემდგომ დანიშვნებს, რომელსაც ეუთო/ოდირის შეფასებით „აკლდა კეთილსინდისიერება, ობიექტურობა და სანდოობა“, მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული პირობების შეუსრულებლობა ევროკავშირის დამატებით 75 მილიონი ევროს მაკროფინანსური დახმარების მისაღებად 2021 წლის სექტემბერში, გენერალური პროკურორის დანიშვნის წესთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაზე უარის თქმა 7 სექტემბერს; დღემდე არ მომხდარა 5 ივლისს 50-ზე მეტი ჟურნალისტისა და აქტივისტის წინააღმდეგ მიმართული ძალადობის სანდო გამოძიება და ორგანიზატორების დასჯა.

ეს მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამბიციური სასამართლო რეფორმის პროცესის დაწყება ფართო, ინკლუზიური და ყველა პარტიის ჩართულობით, გადაუდებელი აუცილებლობაა და საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა ეს ვალდებულება აიღეს.

ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები, მათ შორის მართლმსაჯულების სფეროში საქართველოს მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად და ევროკავშირი – საქართველოს სამომავლო უთრიერთობებისთვის.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს: მიუხედავად იმისა, რომ ის კვლავ სრულად მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს ევროკავშირი – საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე.” – ნათქვამია განცხადებაში

Share. Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
Previous Article“ძმაკაცს გამგებლონა მოუნდა” – ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა სამსახურიდან საკუთარი მხარდამჭერი გაუშვა
Next Article ”ახლობლის ქორწილში ატყდა აყალმაყალი, ნიკას ხუთჯერ ესროლეს…” – ნახეთ ცნობილი პოლიტიკოსის სრულიად უცნობი ამბები

Related Posts

“არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ, ​არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს…” – პრეზიდენტის საგანგებო განცხადება

10/06/2022

პრეზიდენტის მასშტაბური იერიში “ოცნებაზე” – ზურაბიშვილი მმართველ პარტიას უკვე ღიად აკრიტიკებს

04/06/2022

“ომში მყოფი ქვეყნის მთავრობას, პირდაპირ დამიზნებით ურტყამს… ეს რას ნიშნავს, იცით?” – გიორგი გახარია

28/05/2022
უახლესი სტატიები

ამერიკაში მძიმე მდგომარეობაა – გოგა ხაინდრავა

25/06/2022

ქართველი კაცების უმეტესობამ არ იცის, სად უნდა მოეფეროს ქალს – კესარია აბრამიძე

25/06/2022

“სინამდვილეში ვინ მოკლა ლევან კაჭარავა?..” – ნახეთ რა გაამხილა ამ წუთებში მოკლული ბიზნესმენის დედამ

25/06/2022

“შესამჩნევია აშკარად..” – ნახეთ მიხეილ სააკაშვილის ცოლი ორსულადაა? რა მისწერეს ლიზა იასკოს ინსტაგრამზე

25/06/2022
პოპულარული სტატიები
საზოგადოება

ამერიკაში მძიმე მდგომარეობაა – გოგა ხაინდრავა

25/06/202201 Min Read

რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ მსახიობ გია გაჩეჩილაძის (უცნობი) გადაცემაში ისაუბრა ახალ მსოფლიო გაერთიანებაზე, რომელიც თითქოსდა ახლა…

ქართველი კაცების უმეტესობამ არ იცის, სად უნდა მოეფეროს ქალს – კესარია აბრამიძე

25/06/2022

“სინამდვილეში ვინ მოკლა ლევან კაჭარავა?..” – ნახეთ რა გაამხილა ამ წუთებში მოკლული ბიზნესმენის დედამ

25/06/2022

“შესამჩნევია აშკარად..” – ნახეთ მიხეილ სააკაშვილის ცოლი ორსულადაა? რა მისწერეს ლიზა იასკოს ინსტაგრამზე

25/06/2022
ჩვენს შესახებ

გასართობი საინფორმაციო საიტი

ამერიკაში მძიმე მდგომარეობაა – გოგა ხაინდრავა

25/06/2022

ქართველი კაცების უმეტესობამ არ იცის, სად უნდა მოეფეროს ქალს – კესარია აბრამიძე

25/06/2022

გამოიწერეთ სიახლეები

მიიღეთ სიახლეები სწრაფად

  • About
  • კონტაქტი
  • Privacy Policy
© 2020 - 2022 presa.cc

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.