კვირაზე მეტია თვალს ვადევნებ სოციალურ ქსელში დაწყებულ უმძიმეს დაპირისპირებას !ერთის მხრივ,შვილმკვდარი დედა ლალი მინდელი,და მეორეს მხრივ ჩემი დიდი ხნის მეგობარი ლედი ტუკვაძე,ადვოკატი,რომელსაც აიგივებენ მის კლიენტთან, და ახლა უკვე
შვილის და შვილიშვილის სიცოცხლით ემუქრებიან !სამწუხაროდ,მრავლადაა მოსეირე და წამქეზებელ ადამიანთა დიდი ჯგუფი,რომელიც ამ უმძიმესი ტრაგედიის დროს ცეცხლზე ნავთს ასხამს და კიდევ უფრო ამწვავებს დაპირისპირებას !გადაეცით ქ-ნ ლალის ჩემი უდიდესი თანადგომა უმძიმესი და არაადამიანური ტრაგედიის ჟამს,სულით და გულით ვუთანაგრძნობ მას როგორც დედა და როგორც ჟურნალისტი !მზად ვარ,ნებისმიერ დროს ჩავიდე ქუთაისში,შევხვდე მას,მოვისმინო მისი ყველა პრეტენზია,არგუმენტი,და ერთად ვიპოვოთ შექმნილი უმძიმესი მდგომარეობიდან გამოსავალი.სამი წლის ბავშვს რომ ემუქრებიან,იმ ე.წ.კაცებსაც იგივეს ვთავაზობ-მე შემხვდით !