ერთი ფარმაცევტი ბოლო ხმაზე კიოდა „არ მომეკაროო“, მეორე – ნიშადურს სუნთაქვდა, დამლაგებელი კი ზოოფილის ძახილით და ცოცხის ცემით გარეთ ერეკებოდა – რა შეემთხვა ქართველ ფერმერს

0

ჟურნალისტი არმაზ ხარძიანი სოციალურ ქსელში ფერმერი მეგობრის სახალისო ისტორიას აქვეყნებს. წაიკითხეთ, კარგად იხალისებთ.
“ერთი მეგობარი მყავს, რომლის ძირითადი საქმიანობა თხების მოშენება-მომრავლებაა. ასეულობით თხა ჰყავს და თავისი საქმეც ძალიან უყვარს. ვისაც თხასთან შეხება ჰქონია, დამეთანხმება, რომ დაუკოდავი თხის ხორცს უბრალოდ ვერ შეჭამ სპეციფიური სუნის გამო. ამიტომ, თხა უნდა დაიკოდოს და შემდეგ უკვე მისი ხორცი სასარგებლოსთან ერთად, გემრიელიცაა. მაგრამ… ვეტ-ექიმი თითო თხის დაკოდვაში 15-20 ლარს ართმევდა ჩემს მეგობარს და ამ ამბით ძალიან შეწუხებული იყო. როგორი საქმეა, სეზონზე შეიძლება 150-200 თხა იყოს დასაკოდი და 3 ათას ლარამდე თანხას ვიხდიო.
ჰოდა, ვიღაცამ ასწავლა,

loading...

თხას „კვერცხებზე“ პრეზერვატივის რეზინი მოუჭირე ძალიან მაგრად, ორი კვირის განმავლობაში „კვერცხები“ თავისით მოძვრება, წვალებაც აგცდება, თან ცალი პრეზერვატივი ორი ლარამდე დაგიჯდებაო.დაუჯდა ამასაც ჭკუაში ეს ამბავი, ექსპერიმენტისთვის სამი ცალი იყიდა, დაელოდა შედეგს და ჰოი საოცრებავ, თხებმა კასტრაცია უმტკივნეულოდ გადაიტანეს. მიადგა აფთიაქს, 10 კოლოფი პრეზერვატივი იყიდა, იმ საღამოს 30 თხას შემოუჭირა „საკასტრაციო რეზინი“. მეორე დღეს ისევ მივიდა აფთიაქში, ისევ 10 კოლოფი პრეზერვატივი აიღო, მესამე დღესაც იგივე, მეოთხე დღესაც…

უყურებენ ფარმაცევტები, აშკარად ჯანზე მყოფი კაცი ყოველ დღე 10 კოლოფს ყიდულობს და ყოველდღიურად სულ უფრო გახარებული და ბედნიერი მოდის. ერთ მისვლაზე ამ უბედურს ბედინერი სახით ისიც წამოსცდა სამი ყიდვაღა დამრჩა და ყველას შემოვუვლიო.

მორიგ მისვლაზე, როცა მორიგი 10 კოლოფი მოითხოვა. ვეღარ მოითმინა ერთ-ერთმა ფარმაცევტმა, ყურზე თმა ნაზად გადაიწია და გაუბედა, რისი არომატით გნებავთო? ესეც არ დაიბნა, სულ ერთია, მაინც თხებზე ვიყენებო…
აი, ფარმაცევტების გაოგნებული სახეები და გაფართოებული თვალები რომ იხილა, უხერხულად გაიღიმა და „დააკონკრეტა“ – მამალ თხებზე ვხმარობო…

ერთი ფარმაცევტი ბოლო ხმაზე კიოდა „არ მომეკაროო“, მეორე – ნიშადურს სუნთაქვდა, დამლაგებელი კი ზოოფილის ძახილით და ცოცხის ცემით გარეთ ერეკებოდა…
შენ გეცინება და იმ აფთიაქის ახლოს სირცხვილით ვეღარ გავდივარო, დაასრულა მოყოლა” – “ფეისბუქზე” წერს ხარძიანი.

loading...

Share.