“ეს იყო მთელი ქვეყნის ტრაგედია, როდესაც გავსინჯე მივდვვდი რომ იქ სიცოცხლე რამდენიმე საათში..” – ნახეთ რას ამბობს ლევან რატიანი გარდაცვლილ ექთანზე

0

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი დეტალურად იხსენებს ახალციხელი ექიმის მეგი ბაქრაძის გარდაცვალებას.
როგორც ის გადაცემაში „ნოესთან“ ამბობს, ექთნის გადარჩენა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო.„ეს იყო განცდა, სადაც პირველივე წუთიდან ვიცოდი, რომ ეს პაციენტი ჩემს კლინიკაში, რომ შემოვიდოდა აუცილებლად, რამდენიმე საათში დაიღუპებოდა. როცა ეს უბედური შემთხვევა მოხდა ახალციხეში (იქ ჩემი ექიმი მუშაობს), დამირეკა და მივხვდი, რომ იქ სიცოცხლე ვერ გაგრძელდებობა.
პირველად, როცა საგანგებომ დამირეკა თქვენ უნდა მიიღოთო, მე არა

loading...

ვუთხარი. არ მინდოდა ამ დიდი ტკივილის მიღება, რასაც ახალგაზრდა მედპერსონალის გარდაცვალება ჰქვია.
როდესაც იქაური რეანიმატოლოგისგან სატელეფონო კომუნიკაცია მქონდა, უკვე გახანგრძლივებული რეანიმაცია იყო. გახანგრძლივებული რეანიმაციის დროს, ჩვენდა სამწუხაროდ, ცოცხალ სისტემას არ შეუძლია აღიდგინოს ფუნქცია. იმიტომ, რომ არსებობს ასეთი დიაგნოზი, გულის გაჩერება წარმატებული აღდგენით, მაგრამ მას თავისი დრო გააჩნია. როდესაც ის დროს სცილდება, რა დროსაც ნებისმიერი ცოცხალი უჯრედი კვდება, იქ სამწუხაროდ ყოველთვის ცუდად მთავრდება და ჩემდა სამწუხაროდ ასეც დადასტურდა.

შემდეგ სხვა გზა აღარ იყო… მივიღე პაციენტი. იმის გამო რომ ოჯახს ნდობა ჰქონდათ და ეგონათ, რომ ჩვენს კლინიკაში თუ მოხვდებოდა ის აუცილებლად გადარჩებოდა. მაგრამ როდესაც გავსინჯე მივხდი რომ იქ სიცოცხლე რამდენიმე საათში დასრულდებოდა და ეს ავუხსენი კიდეც მეუღლეს. ეს ძალიან ძნელია ჯერ შინაგანად შენთვის, რომ ეს უნდა უთხრა აუცილებლად და მეორედ როგორი ძნელი აღსაქმელია, რომ როგორი უძლური ხარ. შემოსვლიდან 5 წუთში გავსინჯე და იქვე ჩავწერე, რომ სიცოცხლე რამდენიმე საათში დასრულდებოდა – ეს მთელი ქვეყნის ტრაგედიაა“, – ამბობს ლევან რატიანი.
წყარო:geoambebi.com

loading...

Share.