presa
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • რელიგია
  • გართობა
  • სოციალური მედია
  • ეს საინტერესოა
  • სხვა კატეგორიები
    • სამართალი
    • ჰოროსკოპი
    • სხვადასხვა
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • ჯანმრთელობა
Facebook Twitter Instagram
შაბათი, ივნისი 25
  • რეგისტრაცია
  • შესვლა
  • კონტაქტი
presa
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • რელიგია
  • გართობა
  • სოციალური მედია
  • ეს საინტერესოა
  • სხვა კატეგორიები
    • სამართალი
    • ჰოროსკოპი
    • სხვადასხვა
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • ჯანმრთელობა
presa
Home»საზოგადოება»“ეს ყველამ უნდა წაიკითხოს. ქალი იპოვეს მკერდზე მიკრული შვილით…” – ნახეთ რას ჰყვება გიორგი ფხაკაძე
საზოგადოება

“ეს ყველამ უნდა წაიკითხოს. ქალი იპოვეს მკერდზე მიკრული შვილით…” – ნახეთ რას ჰყვება გიორგი ფხაკაძე

presaBy presa07/11/2021კომენტარები ჯერ არ არის3 Mins Read
Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
Share
Facebook Twitter LinkedIn Pinterest Email

გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ხევსურეთში მომხდარ საოცარ ისტორიას იხსენებს:
“საქართველო ზუსტად ეს არის
საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც მე -19 საუკუნეში მეფე (ერეკლე II) ცრიდა თავის შვილებს და სოფელ ანატორის მოსახლეობა. იცოდა, რომ სოციალური დისტანცია არის ერთადერთი გზა რომ გადაარჩინო სხვები
21-ე საუკუნეში რა გვჭირს?
ეს ყველამ უნდა წაიკითხოს
სოფელი ანატორი, რომლის მაცხოვრებლებმა საქართველო შავი ჭირის ეპიდემიისაგან გადაარჩინეს. როდესაც მთელი სოფელი დაავადდა, სოფლიდან გასვლა თვითონვე აკრძალეს, რომ სხვაგან არ გავრცელებულიყო ეპიდემია. სოფლის კოშკზე ორი თოფიანი კაცი დააყენეს რომ თუ ვინმე გაპარვას დააპირებდა, მაშინვე ესროლათ. სოფლიდან მოშორებით აკლდამები ააგეს და ვინც დაავადებას იგრძნობდა, თავისი ფეხით მიდიოდა, წვებოდა აკლდამაში და სიკვდილს ელოდებოდა. ხევსურებს თოფის სროლის შიში არ ჰქონდათ მით უმეტეს, დაავადებისაგან მომაკვდავებს. ხევსურებმა თვითონ მოიფიქრეს ქვეყნის გადარჩენა და კოშკიდან ერთი თოფიც არ გავარდნილა. ერთსაც არ უცდია გაპარვა. ორი ათასზე მეტი ადამიანიდან სულ 7 გადარჩა ცოცხალი. აკლდამაში კი მკერდზე მიკრული შვილით ქალი იპოვეს, რომლის წარწერაც კედელზე დარჩა – “გაღმა სოფელში ასკილი ჰყვავის.

ერთი ხევსურის ჩანაწერიდან:
“ანატორი – აკლდამებში ამოწყვეტილი სოფელი, მდებარეობს პირიქითა ხევსურეთში… ალბათ უმეტესობას არ სმენია ამის შესახებ, ხოლო იმათ, ვისაც მცირედი ინფორმაცია მაინც მოეპოვება მის შესახებ, არ შეუძლია ამ დიდებული ხალხის პატივისცემის, ცრემლისა და სევდის გარეშე გახსენება.
მე-19 საუკუნეში ხევსურეთს, კერძოდ, ანატორის მოსახლეობას თავს საშინელი განსაცდელი დაატყდა შავი ჭირის სახით. მეცხრამეტე საუკუნეში თითქმის ნახევარი მსოფლიო ოხრავდა შავი ჭირისგან.
გასაკვირია, ხევსურეთში საიდან, როგორ გაჩნდა ეს სენი, მთებში… სენი მხოლოდ ანატორის მოსახლეობას მოედო.
*
შავ-თეთრი სოფელი მაქვს.
*
მეც სიკვდილი ვარ
ფანდურითა და არყით ხელში.
*
სარკმლიდან მოჩანს შემოდგომის ჭრელი ხეები,
მდინარის აქეთ ყველაფერი შავ-თეთრია.
*
გარეთ დავტოვე ცხენი.
სახლი.
ჩემი ბავშვობა.
*
გაღმასოფელში ასკილი ყვავის.
*
სხედან ბავშვები ვიწრო სარკმელთან
და შემობერილ ნიავს
თვალებით ეფერებიან.
*
სარკმლის გარეთ ჰაერია,
შიგნით – სიჩუმე.
*
სიცოცხლის მძევლად
ჩემი ცოლი დავტოვე სახლში.
*
ჩემი შვილებიც აქ არიან.
მე აღარ ვსუნთქავ,
რომ ჰაერის მარაგი დარჩეს.
*
მკვდარი რწმენა ვარ.
*
ამ წვრილ სარკმელში
ღმერთიც ვეღარ შემოეტევა.
*
მე და სიკვდილი ერთ საწოლში ვწევართ და
ძილი არ გვეკარება.
*
დედა ტიროდა:
“ნეტავ, სიკვდილს მისცა შვილიო…”
*
ჩემ სოფელში მზე ორჯერ ჩადის.
*
შემოფრენილმა გულწითელამ
თითქოს სიცოცხლე შემოიტანა,
ისე ავღელდით.
*
მე – ორჯერ მკვდარი.
*
სხედან სიკვდილშეყრილი ქალები,
ქსოვენ და ჩუმად ბუტბუტებენ.
*
ცისფერთვალება ბიჭს წამოსცდა – “ღმერთო”.
ჩავაცვით.
*
წყალგაღმა მოჩანს საფლავების
თეთღი ლოდები და მათი ჩრდილი
აკლდამაშიც გვწვდება და გვფარავს.
*
მკვდრებიც სუნთქავენ.
*
უსაფლავოდ ვარ დარჩენილი.
*
დედის ტკივილით გაჟღენთილი ღამეებია.
*
ჩვენთან ცოლები სახალხოდ ქმრებს ვერ იტირებენ,
ეძებენ ადგილს ბნელს, მივარდნილს.
*
მაინც მომაგნო,
ჩემი ძაღლი სარკმელთან ყმუის.
*
მესიზმრა, თითქოს ამოვიდა მზე და გავედით.
*
რა სიჩუმეა,
სიჩუმესაც კი ვეღარ ვისმენ.
*
ქალაქისოდენი ღამეა.
*
ჩემს სახლს ასტკივდა
კედლები და ღია ფანჯრები.
*
ვცდილობ, ფეხი არ დავაბიჯო
მკვდარსა და ცოცხალს.
*
მკვდრებიც დგებიან და წვებიან,
როგორც ჩრდილები.
*
ჩემი სწორფერი მდინარის პირას დგას და
არ სუნთქავს.
*
ყვავილები არ საუბრობენ.
*
აქ გაღმერთებაც შეიძლება,
ოღონდ მოვკვდები.
*
“იხმაურეთ” – ასე ვარიგებთ ბავშვებს,
ბეღურებივით შემოსახლებულებს,
სიკვდილშეყრილებს.
*
ჩემი მარტოდყოფნის ღმერთი.
*
ვწევარ და სიკვდილს ველოდები,
როგორც გაღვიძებას.
*
შენ გამაჩინე, დედაჩემო, –
შენი ტკივილი.
*
სიზმარში ვხედავ გაღმადარჩენილებს,
მოდიან და სახეზე მკოცნიან, მეფერებიან.
*
აღარ იტიროთ-
ვამბობ, მაგრამ არავინ ტირის.
*
ჩემ გვერდით ჭირშეყრილი ქალი
აკვანს არწევს – იქ კი გოგოა
წინა ზაფხულს დაბადებული.
*
სიკვდილის მძევლები ვართ.
*
სიკვდილში ვდგავარ-
სიცოცხლეში?!
ვეღარ გავიგე.
*
ჩემი სიმშვიდე –
უძირო ტბაში კლდესავით ჩაყუდებული.
*
წუხელ წყალგაღმა დედაჩემმა
ცოცხალი დამიტირა.
*
დღეს მგონი ვკვდები.
ვეღარ ვსუნთქავ,
ვეღარც ვიცინი.
====================
გიორგი არაბული”

Share. Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
Previous Article”ახლა იწყება 3-კვირიანი ძალიან რთული ზონა… საომარი ვითარებაა გამოცხადებული…” – მიხეილ ცაგარელი მოსახლეობას აფრთხილებს
Next Article “არ მინდა დავიჯერო რომ სანდრა მაშინ იტყუებოდა, როცა ამბობდა რომ…” -ნახეთ რა ამბავი გაიხსენა სანდრა რულოვსზე ზაზა წერეთელმა

Related Posts

“შვილი რომ გარდამეცვალა ლევანი ჩამოვიდა ჩემთან და მითხრა..” – ნახეთ რა გაამხილა ნიკოლოზ წულუკიძემ ლევან კბილაშვილზე

23/06/2022

“დროზე არ მივხედე პრობლემას ფეხი ვითრიე და..” – რა შეემთხვა ლელა წურწუმიას? ეს არავინ იცოდა

22/06/2022

ნახევრადშიშველი თიკა ფაცაციას საკონკურსო ფოტომ ფურორი მოახდინა – ნახეთ რა ფოტო გავრცელდა ახლახანს (ფოტო)

22/06/2022
უახლესი სტატიები

“არ შეგარჩენთ ამას,სანამ შევამჩნევდი ეს დავლიე..” – ნახეთ რა სკანდალური ფოტო და ვიდეო გავრცელდა

24/06/2022

“20 ტყვია ესროლეს,მასთან ერთად დაიღუპა..” – ნახეთ პირველი კადრები დანაშაულის ადგილიდან (ვიდეო)

24/06/2022

რამოდენმე წუთის წინ თბილისის ცენტრში ცნობილი ბიზნესმენი ჩაცხრილეს

24/06/2022

“ისე დაიღუპა, რომ ვერ იპოვა თავისი ბიოლოგიური მშობლები..” – ნახეთ თამარ გვერდწითელი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

24/06/2022
პოპულარული სტატიები
სოციალური მედია

“არ შეგარჩენთ ამას,სანამ შევამჩნევდი ეს დავლიე..” – ნახეთ რა სკანდალური ფოტო და ვიდეო გავრცელდა

24/06/202201 Min Read

შუქრი ბურჭულაძე შემაშფოტებელ პოსტს აქვეყნებს კოკა-კოლასთან დაკავშირებით და თან ფოტო ვიდეო მასალასაც ურთავს. Coca-Cola Coca-Cola…

“20 ტყვია ესროლეს,მასთან ერთად დაიღუპა..” – ნახეთ პირველი კადრები დანაშაულის ადგილიდან (ვიდეო)

24/06/2022

რამოდენმე წუთის წინ თბილისის ცენტრში ცნობილი ბიზნესმენი ჩაცხრილეს

24/06/2022

“ისე დაიღუპა, რომ ვერ იპოვა თავისი ბიოლოგიური მშობლები..” – ნახეთ თამარ გვერდწითელი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

24/06/2022
ჩვენს შესახებ

გასართობი საინფორმაციო საიტი

“არ შეგარჩენთ ამას,სანამ შევამჩნევდი ეს დავლიე..” – ნახეთ რა სკანდალური ფოტო და ვიდეო გავრცელდა

24/06/2022

“20 ტყვია ესროლეს,მასთან ერთად დაიღუპა..” – ნახეთ პირველი კადრები დანაშაულის ადგილიდან (ვიდეო)

24/06/2022

გამოიწერეთ სიახლეები

მიიღეთ სიახლეები სწრაფად

  • About
  • კონტაქტი
  • Privacy Policy
© 2020 - 2022 presa.cc

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.