presa
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • რელიგია
  • გართობა
  • სოციალური მედია
  • ეს საინტერესოა
  • სხვა კატეგორიები
    • სამართალი
    • ჰოროსკოპი
    • სხვადასხვა
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • ჯანმრთელობა
Facebook Twitter Instagram
შაბათი, ივნისი 3
  • რეგისტრაცია
  • შესვლა
  • კონტაქტი
presa
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • რელიგია
  • გართობა
  • სოციალური მედია
  • ეს საინტერესოა
  • სხვა კატეგორიები
    • სამართალი
    • ჰოროსკოპი
    • სხვადასხვა
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • ჯანმრთელობა
presa
Home»ეს საინტერესოა»ექიმი ვარ და ერთ ღამეს ქალის ცდუნებას ვერ გავუძელი.. მეორე დღეს კი შოკში ჩავვარდი, როცა იმ იმბავშვის მამა დავინახე, რომელსაც ვუმკურნალე..
ეს საინტერესოა

ექიმი ვარ და ერთ ღამეს ქალის ცდუნებას ვერ გავუძელი.. მეორე დღეს კი შოკში ჩავვარდი, როცა იმ იმბავშვის მამა დავინახე, რომელსაც ვუმკურნალე..

presaBy presa09/01/2023კომენტარები ჯერ არ არის3 Mins Read
Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email

მინდა, ერთი ეპიზოდის შესახებ გიამბოთ ჩემი ცხოვრებიდან, რომელმაც საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩამაგდო. პროფესიით ექიმი ვარ, პედიატრი და ბავშვთა საავადმყოფოში ვმუშაობ. ერთ საღამოს, როცა მორიგე ვიყავი, სასწრაფომ აპენდიციტის მწვავე შეტევით 10 წლის ბიჭუნა მოიყვანა. ბავშვი რომ გავსინჯე, ყველა სიმპტომი აპენდიციტის გასკდომაზე მიუთითებდა. დრო არ ითმენდა, ოპერაცია დაუყოვნებლივ უნდა გამეკეთებინა, პერიტონიტის საშიშროება იყო. ოპერაციამ დიდხანს გასტანა, მაგრამ, მადლობა ღმერთს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ბავშვი გადარჩა და რეანიმაციის ბლოკში გადავიყვანეთ. დერეფანში პაციენტის შეწუხებული ახლობლები მელოდებოდნენ. გავედი თუ არა შემომეხვივნენ და ბავშვის ამბავს მეკითხებოდნენ. ისინი დავამშვიდე, ვუთხარი, რომ მოსალოცად ჰქონდათ საქმე, ბავშვმა ყველაფერი კარგად გადაიტანა-მეთქი და ჩემი ოთახისკენ გავემართე. ცოტა ხანში, კარზე კაკუნი გაისმა. ოთახში პაციენტის დედა შემოვიდა და მკითხა, სად შეიძლება, ღამით დავრჩეო.

მე ვუთხარი, რომ რეანიმაციაში ბავშვს თავზე ვერ დაადგებოდა და ვურჩიე, სახლში წასულიყო, დაესვენა. საჭირო თუ გახდებოდა, დავუკავშირდებოდით. მაგრამ, ქალმა ძალიან მთხოვა, ვერსად წავალ, იქნებ, მაინც დამტოვოთო. მეც გავითვალისწინე მისი მდგომარეობა და დავთანხმდი, დარჩენილიყო და თუ დაიღლებოდა, შევთავაზე, ჩემს ოთახში შემოსულიყო დასასვენებლად. ქალმა მადლობა გადამიხადა და გავიდა. მეც ჩანაწერები მქონდა გასაკეთებელი და ისევ ანკეტას მივუბრუნდი, მაგრამ ვატყობდი, რაღაც მაფორიაქებდა. ისევ ის ქალი – პაციენტის დედა მედგა თვალწინ. გამოგიტყდებით, მიუხედავად იმისა, რომ ცოლიანი გახლავართ, ცოტ-ცოტა წაეშმაკებას, ფლირტსა და გაძვრომ-გამოძვრომას მაინც ვახერხებ ხოლმე. ქალი კი ძალიან ლამაზი იყო – შავგვრემანი, ეშხიანი, თხელი, მაღალი კიდურებითა და ხორცსავსე ფორმებით. ზუსტად ისეთი, მე რომ ძალიან მომწონდა ყოველთვის. შევეცადე, მასზე ფიქრი თავიდან მომეშორებინა და ისევ ჩემს საქმეს მივუბრუნდი. ის იყო, თითქმის მოვიკრიბე ამისთვის ძალა, რომ კარზე კვლავ დააკაკუნეს.

ოთახში ისევ ის ქალი შემოვიდა. დავინახე და ავფორიაქდი, საშინლად მომინდა, მოვფერებოდი. არ ვიცი, მომეჩვენა თუ სასურველი სინამდვილედ მივიჩნიე, მაგრამ ქალმაც ნდომით შემომხედა. თქმით კი მხოლოდ ის მითხრა, რომ მარტო ყოფნამ შიში მოჰგვარა და თუ არ შეწუხდებით, ცოტა ხნით ოთახში სკამზე ჩამოვჯდებიო. მაშინვე წამოვხტი, სკამი გამოვუწიე და დავსვი. მერე მაცივრიდან ცივი ბორჯომი გამოვიღე და მივართვი. მეც იქვე ჩამოვჯექი და საუბარს შევყევით. ია ერქვა, 30 წლის გახლდათ. საუბარიც ისეთივე სასიამოვნო ჰქონდა, როგორიც გარეგნობა. მისი ხმა ჩემს აღტკინებას კიდევ უფრო ამძაფრებდა და მოულოდნელად, ისე, რომ ვერც კი გავაცნობიერე, მისკენ გადავიხარე და ვაკოცე. ქალიც ამყვა და მერე უკვე, რაც მოხდებოდა, ალბათ მიხვდით. საოცრად ნასიამოვნები და აღტაცებული დავრჩი. მინდოდა, კიდევ შევხვედროდი, მაგრამ იამ მითხრა, მაგაზე მერე ვილაპარაკოთო და სასწრაფოდ გავიდა ოთახიდან. აღარ გავყევი. უკვე სადაცაა გათენდებოდა და ოჯახის წევრებიც მოვიდოდნენ. არ მინდოდა, უხერხული სიტუაცია შექმნილიყო. მას შემდეგ კი, რაც პაციენტი ვინახულე, დავრწმუნდი, ყველაფერი კარგად იყო, მორიგეობის დროც მეწურებოდა და სახლში წასასვლელად მოვემზადე. გამოვიცვალე და მიუხედავად მძიმე ოპერაციისა, ღამის თავგადასავალმა საოცარი სიმსუბუქე შემმატა. გულში ღიღინ-ღიღინით გავემართე ჩემი მანქანისკენ, რომ ვიღაცამ დამიძახა: თემურ! – მოვიხედე და ჩემი თანაკლასელი გიორგი დავინახე. ხელგაშლილი მოემართებოდა ჩემკენ. ეს შენ ხარ, ჩემი გადამრჩენი?! – მომაძახა და გადამეხვია. ვერ მივხვდი, რაზე მეუბნებოდა. და, როცა გავიგე, რაშიც იყო საქმე, თავზარი დამეცა. თურმე, პაციენტის მამა გიორგი ყოფილა. მივლინებიდან იმ დილით ჩამოსულა და როცა გაუგია, ბავშვის ექიმი მე ვიყავი, გახარებული გზაში დამედევნა. აი, ასე იყო ეს ამბავი, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. როცა ბავშვი გაეწერა, მამამისმა დაიჟინა, მონათლული არ მყავდა და სასწრაფოდ უნდა მოვნათლო. შენ კი, როგორც მისთვის მეორე სიცოცხლის მიმნიჭებელმა, შვილი უნდა მომინათლოო. ყურადღება: ფოტო პირობითია თემური, 42 წლის.

წყარო: bbcnews.ge

Share. Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
Previous Article“ორი მთასავით ბიჭი გარდაცვლილი იპვოეს საკუთარ სახლში, არ მჯერა რომ მან მოკლა..” – ნახეთ უმძიმესი ტრაგედია
Next Article “ვაიმე გურამ, ეს რა დღეში ყოფილხარ…” – გურამ ბაღდოშვილმა კლინიკიდან უმძიმესი ფოტო გამოაქვეყნა და პირველი კომენტარი გააკეთა

Related Posts

რეალური “მაუგლის” ტრაგიკული ისტორია – ვინ იყო და როგორ გაგრძელდა მგლების მიერ გაზრდილი ბიჭის დაუჯერებელი ისტორია, რომელიც მონადირეებმა ჯუნგლებში იპოვეს (ფოტორეპორტაჟი)

31/05/2023

თუ ცერა თითზე თითს დაიჭერთ, დიდ პრობლემას მოიხსნით – ეს ყველამ უნდა იცოდეს!

21/05/2023

მასწავლებლებს გოგონა ჩაკეტილი ჰყავდათ გისოსებში, თუმცა შემდეგ სკოლაში დედა მივიდა

15/05/2023
უახლესი სტატიები

“ღმერთო,3 წლის ბავშვს პირდაპირ შეასკდა,ბავშვი მოწყვეტით ძირს დაეცა და..” – ნახეთ ამ წამს უმძიმესი შემთხვევა მოხდა

02/06/2023

“სასაფლაოდან ტყუპი ბავშვის ცხედრები გაიტაცაეს,დედამ რომ დაინახა ეს..” – ნახეთ რას ამბობს ბავშვების დედა

01/06/2023

რეალური “მაუგლის” ტრაგიკული ისტორია – ვინ იყო და როგორ გაგრძელდა მგლების მიერ გაზრდილი ბიჭის დაუჯერებელი ისტორია, რომელიც მონადირეებმა ჯუნგლებში იპოვეს (ფოტორეპორტაჟი)

31/05/2023

“საწოლზე იყო მიბმული..” – ნახეთ ახალგაზრდა ბიჭი ახალხანს სასტიკად მოკლეს. ცნობილია ვინ

31/05/2023
პოპულარული სტატიები
საზოგადოება

“ღმერთო,3 წლის ბავშვს პირდაპირ შეასკდა,ბავშვი მოწყვეტით ძირს დაეცა და..” – ნახეთ ამ წამს უმძიმესი შემთხვევა მოხდა

02/06/202301 Min Read

საბერძნეთიდან ქართველი ემიგრანტები უმძიმესი ავარიის შესახებ იტყობინებიან. ბერძნული მედიის ცნობით, ქართველი ემიგრანტის ქალიშვილი ავარიაში მოყვა.…

“სასაფლაოდან ტყუპი ბავშვის ცხედრები გაიტაცაეს,დედამ რომ დაინახა ეს..” – ნახეთ რას ამბობს ბავშვების დედა

01/06/2023

რეალური “მაუგლის” ტრაგიკული ისტორია – ვინ იყო და როგორ გაგრძელდა მგლების მიერ გაზრდილი ბიჭის დაუჯერებელი ისტორია, რომელიც მონადირეებმა ჯუნგლებში იპოვეს (ფოტორეპორტაჟი)

31/05/2023

“საწოლზე იყო მიბმული..” – ნახეთ ახალგაზრდა ბიჭი ახალხანს სასტიკად მოკლეს. ცნობილია ვინ

31/05/2023
ჩვენს შესახებ

გასართობი საინფორმაციო საიტი

“ღმერთო,3 წლის ბავშვს პირდაპირ შეასკდა,ბავშვი მოწყვეტით ძირს დაეცა და..” – ნახეთ ამ წამს უმძიმესი შემთხვევა მოხდა

02/06/2023

“სასაფლაოდან ტყუპი ბავშვის ცხედრები გაიტაცაეს,დედამ რომ დაინახა ეს..” – ნახეთ რას ამბობს ბავშვების დედა

01/06/2023

გამოიწერეთ სიახლეები

მიიღეთ სიახლეები სწრაფად

  • About
  • კონტაქტი
  • Privacy Policy
© 2020 - 2023 presa.cc

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.