ეჭვიანობის გამო ყველაზე უღიმღამო ქორწილი და ჩემი მოღალატე მეჯვარე

0

ამ წერილში მოგითხრობთ ძალიან სევდიან და ჩემთვის მოულოდნელ ისტორიას რომელიც 3 წლის წინ გადამხდა. ახლა 26 წლის ვარ, მყავს 3 შვილი. ვიტყვი, რომ სიყვარულით გავთხოვდი. მეუღლე კლინიკაში გავიცანი, სადაც ჩემი და მისი დედა მკურნალობდნენ.
ისინი ერთ პალატაში იწვნენ და რამდენჯერმე ერთდროულად მოგვიწია მისვლას. წამოსვლისას მას მოვყავდი ხოლმე სახლში. რამდენჯერმე დედასთან დავრჩი საავადმყოფოში და მის დედასაც ვაქცევდი ყურადღებას. ამიტომ მასაც ძალიან მოვეწონე. ვგრძნობდი, რომ ლაშას ძალიან მოვწონდი. ამის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა გარგძელდა და რამდენიმე თვეში დავქორწინდით.

loading...

დიდი ქორწილი გვქოდა, უამრავი სტუმრით. მეჯვარედ ჩემი ბავშვობის დაქალი დავპატიჟე, რომელიც უცხოეთში იყო. თავიდან ჩამოსვლას ვერ ახერხებდა, მაგრამ ლაშამ აუნაზღაურა ხარჯები და ჩამოვიდა.

ჩემი მეჯვარე ქორწილამდე ორი კვირით ადრე ჩამოვიდა. ჩემი ქმრის გაცნობისთანავე აღფრთხოვანებული დარჩა, თითქმის ერთი თვის განმავლობაში ჩვენთან ცხოვრობდა. პირველ ეტაპზე ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ მერე შევნიშნე, რომ ჩემს ქმარს ყურში რაღაცას ჩასჩურჩულებდა ხოლმე. ცოტა ხანში ისეთ თემებზე დაიწყო საუბარი მეც კი ვწითლდებოდი. ზოგჯერ ჩემს ქმართან ერთად მთელი ღამე აივანზე იჯდა, მე კი გაბრაზებული ოთახში ვიყავი. ჩემს ქმარს დასაძინებლადაც არ უშვებდა.

ქორწილზე არც კი გამიღიმია. ერთ დღეს ქორწილის შემდეგ, კაშამ და მაკამ აივანზე გაათენეს, უამრავი ლუდი დალიეს. მე კი ჩემ ქმარს ვწერდი, რომ ოთახში შემოსულიყო, მაგრამ პასუხსაც კი არ მიბრუნებდა.

ქორწილიდან ორ კვირაში როგორც იქნა მაკა წავიდა. შვებით ამოვისუნთქე. მაგრამ შემდეგ შევამჩნიე, რომ ერთმანეთთან კონტაქტი ისევ ჰქონდათ და სკაიპით კონტაქტობდნენ. მაკას „მეგობრული“ ეჭირა და მეც ვერაფერს ვაკეთებდი.

შემდეგ ზაფხული მოვიდა. მაკა საქაღველოში ჩამოვიდა. ლაშამ აგარაკზე ჩამოიყვანა,სადაც მე ვისვენებდი. ჩვენთან ერთად რამდენიმე დღე დარჩა. შემდეგ ჩემმა მეუღლემ წაიყვანა. ვეჭვობდი და მინდოდა ამ ეჭვების დამამტკიცებელი რამე მეპოვა. უკან გავყევი. რესტორანში შევიდნენ, გარეთ ველოდებოდი.

გული გამისკდა, როდესაც იქედა გამოსულები დავინახე, იცინოდნენ და ჩემს ქმარს მისთვის წელზე ქოდნა ხელი შემოხვეული. მაინც ჩავთვალე, რომ საკმარისი სამხილები არ მქონდა. ისევ უკან გავყევი. ლაშამ ჩემი მეჯვარე ჩვენს სახკში მიიყვანა. ცოტა ხანი დაველოდე, სახლი ჩემი გასაღებით გავაღე და თავზე წავადექი. შოკში ჩავარდნენ. პატიებას მთხოვდნენ. მაკა კინწისკვრით გავაგდე, მეც ჩავალაგე და წამოვედი.

ლაშას ცოტა ხნს შემდეგ მაინც შევურიგდი, რადგან ჩვენი შვილი დაიბადა.

შეიძლება ეს ამბავი ძალიან ბანალურად მოგეჩვენოთ, ძალიან მწყდება გული, რომ დაქალმა ასე მიღალატა. მაგრამ ღმერთია მოწმე მე არაფერიდ ამიშავებია. თქვენ რას ფიქრობთ? სხვა რა უნდა გამეკეთებინა?

წყარო: genews.ge

loading...

Share.