„ვერაფრით ვერ ვინელებ! თვალებიდან არ ამომდის ის კადრი, როგორ მიათრევს ახალგაზრდების ბრბო მოხუც ქალს“, – წერს სამოქალაქო აქტივისტი კუკური ბარამიძე, იგივე დომენიკ მანგო ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
„ძველი თაობის მავნებელი მენტალობის მტერი ჩემზე მეტად არავინაა, ჩემზე მეტად არავის არ უნდა, რომ ეს “წითელი” საბჭოური აზროვნება გადაშენდეს ამ ქვეყნიდან. ეს მეტასტაზები თაობებს წამლავენ და ბოლო აღარ უჩანს ამ წამვლის პროცესს, თუმცა თსუ-ს უნივერსიტეტში გადაღებულ ვიდეოში ნაჩვენებ კადრებს, თუ როგორ მიათრევენ ძალით მოხუცებს, ვერაფრით ვერ ვინელებ! თვალებიდან არ ამომდის ის კადრი, როგორ მიათრევს ახალგაზრდების ბრბო მოხუც ქალს.
ქართველებს ხომ ყველაფერი რადიკალური სჩვევიათ, თუმცა ახალგაზრდებისგან? საზიზღრად გასაკვირი იყო ამის გაანალიზება. ვერა და ვერ შეიგნო ამ ხალხმა, რომ მუშტების კუნთებზე რტყმით, ვინმეს ცემით, ვინმეს კვლით, ვინმეს ჩაგვრით არაფერი არ იცვლება. ძალადობას რომ ჰქონოდა შედეგი, იმდენ სისხლზე დგას ჩვენი დედამიწა, იმდენი იდეის გამო კლავდნენ და სცემდნენ ერთმანეთს, თუმცა არასოდეს არავის მიუღწევია შედეგს ამ გზებით.
კიდევ ერთხელ და ყოველთვის ვიტყვი! თსუ-ს სტუდენტებო (ვინც ამ ძალადობაში იღებდით მონაწილეობას), სამარცხვინოები ხართ! რა მოთხოვნაც არ უნდა გქონდეთ, რამდენი ხანიც არ უნდა გეთხოვათ, როგორი მართალიც არ უნდა გეგონოთ თავი, არავინაა მართალი ვინც ასე უდიერად მოექცევა მოხუცს, როგორი მტყუანიც არ უნდა იყოს ის. სწორედ მაგ ძველი მენტალობის მეტასტაზების მოწამვლის შედეგია ისიც, რომ 21 საუკუნეში ვხედავ იმ ტყიურებს, რომლებიც ოდესღაც მაინც უნდა დარჩნენ წარსულში. ეს სამარცხვინო ტყიურები თქვენ ხართ დღეს!“, – წერს დომენიკ მანგო.