“ვივა-მედის ” კლინიკური დირექტორი მზად არის, სამართლოს ექსპრეზიდენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით დეტალური ჩვენება მისცეს. კლინიკის ადმინისტრაციამ, სადაც ექპრეზიდენტი თვეებია მკურნალობს, “პირველებთან” აღიარა, რომ მისი მდგომაროება უმძიმესია.”
ზურაბ ჩხაიძე პირდაპირ ამბობს, რომ მდგომაროების გაურესებას არ გამორიცხავს.
კრიტიკულად მძიმე ნამდვილად არ არის, მაგრამ ყოველთვის არსებოსბ საშიშროება მისი თუნდაც ამ დიაგნოზებიდან გამომდინარე, გართულების. ჩვენ ვამბობთ იმას, რომ, რა თქმა უნდა, ესა თუ ის დაავადება გარკვეულ მომენტში ხდება გარკვეული ხარისხით პროგრესირება. არსებობს საშიშროება, როგორც გითხარით, მისი მდგომარეობის გართულების. მისი დიაგნოზებიდან გამომდინარე, არსებობს საშიშროება, კიდევ უფრო დამძიმდეს მისი მდგომარეობა. მისი დაავადების გათვალისწინებით უტარდება ყველა საჭირო და აუცილებელი სამკურნალო პროცესი, რომელიც უნდა უტარდებოდეს მას. შეიძლება რაღაც სხვა პირობებში სხვა მკურნალობის მეთოდი იყოს შემოთავაზებული. ჩვენ, რა თქმა უნდა, სტატუსს შევაფასებთ და თუ ჩვენ გვკითხავენ ამას. არ არის გამორიცხული, რომ მდგომარეობა დამძიმდეს, – თქვა ზურაბ ჩხაიძემ.
ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილის მრტ კვლევას უტარებენ
წყარო tvpirveli.ge