presa
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • რელიგია
  • გართობა
  • სოციალური მედია
  • ეს საინტერესოა
  • სხვა კატეგორიები
    • სამართალი
    • ჰოროსკოპი
    • სხვადასხვა
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • ჯანმრთელობა
Facebook Twitter Instagram
კვირა, მაისი 29
  • რეგისტრაცია
  • შესვლა
  • კონტაქტი
presa
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • რელიგია
  • გართობა
  • სოციალური მედია
  • ეს საინტერესოა
  • სხვა კატეგორიები
    • სამართალი
    • ჰოროსკოპი
    • სხვადასხვა
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • ჯანმრთელობა
presa
Home»საზოგადოება»ვინ ზის სინამდვილეში რუსთავის ციხეში სააკაშვილის ნაცვლად? – “ოცნებამ” ღალატის და “ფეიკის” დიდი გეგმა გამოაშკარავა
საზოგადოება

ვინ ზის სინამდვილეში რუსთავის ციხეში სააკაშვილის ნაცვლად? – “ოცნებამ” ღალატის და “ფეიკის” დიდი გეგმა გამოაშკარავა

presaBy presa26/10/2021Updated:26/10/2021კომენტარები ჯერ არ არის3 Mins Read
Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
Share
Facebook Twitter LinkedIn Pinterest Email

19 ოქტომბერს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა:
“მიხეილ სააკაშვილი არის ჩვეულებრივი სიმულანტი, პროფესიონალი აფერისტი კაცი, რომელიც ჯერ გამოდის, რომ ვითომ შიმშილობს, მეორეს მხრივ უნდა, რომ ჩვენ ყველამ ვილაპარაკოთ მის დიეტაზე თუ შიმშილობაზე. ეს არის სამარცხვინო სიტუაცია.”
“ოცნების” ლიდერები, როგორც წესი, იმავე დღეს იმეორებენ ხოლმე პრემიერის რიტორიკას, თუმცა, ამჯერად, მთელი 3 დღე დასჭირდა კობახიძეს პრემიერის ნათქვამის გასამეორებლად და სხვა ლიდერები კი, სულაც ჯერ სდუმან ამ საკითხზე.
დღეს კობახიძემ განაცხადა:

“სააკაშვილი შიმშილობაშიც “ფეიკია”, გატაცებაშიც “ფეიკია”, ჩამოსვლაშიც, ყველაფერში არის ე.წ. ფეიკი“

კობახიძემ გაამძაფრა და საერთოდ გვითხრა რომ არც ჩამოსულა სააკაშვილი და მისი ჩამოსვლაც ფეიკია, ზის ახლა სადღაც, აგარაკზე და უყურებს ციხეში როგორ შედიან მისი მეგობრები და ადვოკატები მის სანახავად, უყურებს “ოცნების” ლიდერებს, რომლებიც ამბობენ, რომ ციხეში უნდა იჯდეს 6 წელი და იცინის და იცინის, იმიტომ რომ ციხეში კი არა, როგორც “ოცნების” ლიდერი აგერ ამბობს, არც ჩამოსულა ჯერ, ფეიკია მისი ჩამოსვლა.

გამოდის, პრემიერს აქვს ინფორმაცია, რომ სააკაშვილი, ვითომ შიმშილობს და მართლა არ შიმშილობს…

კობახიძეს კი აქვს ინფორმაცია, რომ საერთოდაც არ ჩამოსულა მიშა ქვეყანაში… ფეიკია მთელი ეს ამბავი.

ვინ ზის, აბა, რუსთავის ციხეში სააკაშვილის ნაცვლად?

რუსთავის ციხე, ნამდვილად საქართველოშია?

ოფიციალური ვერსიით, სააკაშვილი ციხეში ზის, იმ ციხეში, რომელსაც პრემიერის დანიშნული იუსტიციის მინისტრი უნდა აკონტროლებდეს – რა გამოდის? იუსტიციის მინისტრი და ციხის ადმინისტრაცია კი არ აკონტროლებს ციხეს, არამედ სააკაშვილი აკონტროლებს მინისტრს და ციხის ადმინისტრაციას?

ხომ თქვენი გუნდის წევრია იუსტიციის მინისტრი ნამდვილად? ფეიკია სააკაშვილის ჩამოსვლა, ფეიკია მისი შიმშილობა და ხელს აფარებს?

ღარიბაშვილის სისტემის ციხიდან თუ ახერხებს სააკაშვილი ხალხის მოტყუებას, გამოდის, შეთქმულებასთან გვქონია საქმე – უღალატია მაშინ იუსტიციის მინისტრს გუნდისთვის და პრემიერისთვის – რადგან, მის გარეშე, პატიმარი სააკაშვილი ვერ მოახერხებს ამხელა ტყუილის დამტკიცებას და “ვითომ შიმშილობის”, მართლა შიმშილობად გასაღებას, უღალატია ციხის ადმინისტრაციას გუნდისა და პრემიერისთვის, გამოდის, რადგან, თუ ვითომ შიმშილობს სააკაშვილი, ისინი რატომღა ამტკიცებენ, რომ მართლა შიმშილობს? უღალატია მაშინ ჯანდაცვის მინისტრს და ექიმებს პრემიერისთვის, რადგან, თუ სააკაშვილი ვითომ შიმშილობს და იტყუება, ვის დასანახად მართავენ ექიმთა კონსილიუმს?

ამას დამატებული შს მინისტრი, სუს-ის უფროსი, სასაზღვრო პოლიცია – მთელი ქვეყნის სახელმწიფო უწყებები ყოფილა ჩართული სააკაშვილის გეგმაში.

ღარიბაშვილმა და კობახიძემ ახლა “დიდი ღალატის” სქემა კი “გაშიფრეს”, მაგრამ აწი რას იზამს ღარიბაშვილი? მოხსნის იუსტიციის “მოღალატე” მინისტრს? დაიჭერს ჯანდაცვის “მოღალატე” მინისტრს? პასუხს აგებინებს ციხის “მოღალატე” ადმინისტრაციას? რას უზამს შს მინისტრს და სუს-ის უფროსს? რა იქნება მისი შემდგომი ნაბიჯები?

ყველანი ნაცები ყოფილან, გამოდის თქვენი ნათქვამიდან, პრემიერო, იუსტიციის მინისტრიც, ჯანდაცვის მინისტრიც, ციხის ადმინისტრაციაც, შს მინისტრიც, სუს-ის უფროსიც, სასაზღვრო პოლიციაც, ყველანი მიშას მხარეს ყოფილან და ყველანი მიშასთან ყოფილან შეთქმულები, ხოდა, თუ ასეა, თქვენ, ვიღასი პრემიერი ხართ? თქვენი გუნდი რომ იძახის 1 ოქტომბრის მერე, მოვიგეთ უკვეო, რა მოიგეთ? ეს ამდენი ხალხი, ყველა თუ მიშასთანაა შეთქმული, ვის იმედად ატარებთ მეორე ტურს?

ვიჩქმიტეთ და არ გვძინავს, ბატონო პრემიერო და იქნებ, თქვენ და თქვენი გუნდი თვლემთ?

Share. Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
Previous Articleთქვენ ხომ არ გაჟრიალებთ?! გადაიყვანეთ სრულად აღჭურვილ საავადმყოფოში! – როგორც ჩანს, მზად არის სიკვდილისთვის… გმირად დარჩება! მისი ძეგლიც კი იქნება… – ფარულავა სააკაშვილზე
Next Article „ერთი გიჟი როგორ ვერ გამოჩნდა, კენედი „დაბრიდეს“… იმას კი არ ვამბობ, კარგი იქნებოდა მიშა რომ მოეკლათ-მეთქი, უბრალოდ…“ – ნახეთ ზურა ყიფშიძის განცხადება

Related Posts

“როგორ მენანება უსაყვარლესი თინა,გული ჩამწყდა..”

28/05/2022

“8 კვანძი აღმოაჩნდა,ერთი თხოვნა მაქვს..” – ნახეთ რა ემოციური თხოვნით მიმართავს გიორგი გილიგაშვილი ხალხს

27/05/2022

”ძალიან რთულია მაგრამ მინდა ყველას გითხრათ რომ…” – ნიკოლოზ წულუკიძემ მაყურებელს სულისშემძვრელი სიტყვებით მიმართა და ხალხი აატირა

26/05/2022
უახლესი სტატიები

“დედა 3 წლის შვილს ცემით მიათრევდა,ეს ბავშვი ჩემსკენ გამოიქცა ჩამეხუტა და მიშველეო..” – ნახეთ ამ დროს დედამისი მოვიდა ბავშვი გამომტაცა და

28/05/2022

“როგორ მენანება უსაყვარლესი თინა,გული ჩამწყდა..”

28/05/2022

“ომში მყოფი ქვეყნის მთავრობას, პირდაპირ დამიზნებით ურტყამს… ეს რას ნიშნავს, იცით?” – გიორგი გახარია

28/05/2022

“მე რომ პრემიერი ვიყო…” – რას გააკეთებდა გახარია, დღეს რომ პრემიერი იყოს?

28/05/2022
პოპულარული სტატიები
სოციალური მედია

“დედა 3 წლის შვილს ცემით მიათრევდა,ეს ბავშვი ჩემსკენ გამოიქცა ჩამეხუტა და მიშველეო..” – ნახეთ ამ დროს დედამისი მოვიდა ბავშვი გამომტაცა და

28/05/202201 Min Read

„დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრის“ დამფუძნებელი – ოთარ ფანცულაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თავს გადამხდარი…

“როგორ მენანება უსაყვარლესი თინა,გული ჩამწყდა..”

28/05/2022

“ომში მყოფი ქვეყნის მთავრობას, პირდაპირ დამიზნებით ურტყამს… ეს რას ნიშნავს, იცით?” – გიორგი გახარია

28/05/2022

“მე რომ პრემიერი ვიყო…” – რას გააკეთებდა გახარია, დღეს რომ პრემიერი იყოს?

28/05/2022
ჩვენს შესახებ

გასართობი საინფორმაციო საიტი

“დედა 3 წლის შვილს ცემით მიათრევდა,ეს ბავშვი ჩემსკენ გამოიქცა ჩამეხუტა და მიშველეო..” – ნახეთ ამ დროს დედამისი მოვიდა ბავშვი გამომტაცა და

28/05/2022

“როგორ მენანება უსაყვარლესი თინა,გული ჩამწყდა..”

28/05/2022

გამოიწერეთ სიახლეები

მიიღეთ სიახლეები სწრაფად

  • About
  • კონტაქტი
  • Privacy Policy
© 2020 - 2022 presa.cc

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.