”ვიცოდი რომ ეს ყველაფერი ასე დამთავრდებოდა, ცოლმა ამიკრძალა ამის გაკეთება…” – გია სურამელაშვილს ეს არასდროს უღიარებია, ნახეთ რა გაამხილა მან

0

ქართული სცენის ვარკსვლავი, გია სურამელაშვილი , მის მეუღლეზე ხმამაღლა ალაპარაკდა და რამდენიმე საიდუმლოც გაუმხილა საყვარელ მსმენელს.სურამელაშვილი ამბობს, რომ მისი მეუღლე დალევას უკრძალავს, თუმცა, მისივე თქმით, არის ხოლმე გამონაკლისი დღეები , როცა შეუძლია მიიღოს ალკოჰოლი.
“რაღაც პერიოდი ჩვენ პრობლემა გვქონდა ურთიერთობაში და მაშინ ძალიან დავაჩქარე პროცესები. დიდ განცდებში ვიყავი და დეპრესიული პერიოდი მქონდა, ამიტომ ცოტა ხნით გადავდე ფრენა. ძალიან კარგი, რომ ასე მოხდა და არ გავფრინდი, ვგრძნობდი, რომ ასე არ დამთავრდებოდა ჩვენი ურთიერთობა. ასეთი დიდი სიყვარული არასდროს მთავრდება – ისე აგვისრულდეს ყველა ნატვრა. ოჯახში ყოველთვის ხდება პატარა განხეთქილებები, მაგრამ ჩვენ ვერ გავძელით ერთმანეთის გარეშე. მადლობა ყველას, ვისაც ჩვენი ერთად ყოფნა უხარია და მათ კი, ვისაც ჩვენი პრობლემები ახარებს,

loading...

მინდა ვუთხრა, რომ თავიანთ ცხოვრებას მიხედონ. ძალიან დიდი რეიტინგი მოვხენი, არიან ადამიანები, ვისაც ეს არ სიამოვნებს და ბოროტული გამოხდომები აქვთ. მაგრამ მე ეს არ მაინტერესებს. მათ სიბოროტეს ჯაბნის ჩემი სიყვარელი ადამიანების, ჩემი მსმენელის მოფერება და გვერდში დგომა. როცა კარგი ხარ, მაშინ გყავს მტერი – „ცუდას რად უნდა მტერობა?!“ თუმცა, ჩემი საყვარელი გარემოცვა ყველაფერს მინეიტრალებს. თქვენ არ იცით, რა ზარები შემომდიოდა ყველა ქვეყნიდან. ყველას ვერც ვუპასუხე, რადგან უამრავი ადამიანი მილოცავდა, ცოტა დაბნეულიც ვიყავი და ცოტა ნასვამიც. იმ დღეს მქონდა უფლება, რომ დამელია, მაგრამ ისე, ჩემი მეუღლისგან აკრძალული მაქვს დალევა” , – ამბობს მომღერალი “თბილისელებთან”.

loading...

Share.