რუსეთმა უკრაინის საზღვართან ბირთვული იარაღი გადაიტანა – ბრიტანულ გამოცემა the times-ს ამის შესახებ ინფორმაცია სანდრო წყარომ მიაწოდა.
ბრიტანულ გამოცემასთან წყარო ამბობს, რომ უფრო მეტად სავარაუდოა, პუტინმა ბირთვული იარაღის გამოყენების დემონსტრირება შავ ზღვაში მოახდინოს.
ვრცელდება ფოტოც სადაც, ჩანს სამხედრო ეშელონი, რომელიც რკინიგზით გადააქვთ. პოლონელი სამხედრო ექსპერტების თქმით, ეს დიდი ალბათობით ბირთვული იარაღია.
სამხედრო ანალიტიკოსი, კონრად მუზიკა წერს, რომ ეს ეშელონი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მე-12 მთავარ სამმართველოს შემადგენლობაში შედის.
ეშელონი პასუხისმგებელია ბირთვულ მასალებზე, მათ შენახვაზე, შენარჩუნებაზე და ტრანსპორტირებაზე.