“თავს ვიკავებდი, მაგრამ დადგა დრო გავთხოვდე…” – ვინ არის ის იღბლიანი მამაკაცი, რომელსაც ხატია წერეთელი ცოლად მოყავს

0

მომღერალი ხატია წერეთელი გათხოვებას აპირებს. ამის შესახებ მომღერალმა ტელეკომპანია PostTv-ის გადაცემაში „სიკეთე მარტივია“ განაცხადა და აღნიშნა, რომ შეყვარებული არაა, თუმცა გადაწყვიტა, რომ დადგა დრო, როცა ცხოვრება უნდა დაუკავშიროს კაცს, რომელსაც დიდი ხანია უყვარს და მასზე ზრუნავს

loading...

მომღერლის თქმით, საყვარელი მამაკაცი საქართველოში არ ცხოვრობს, მას 2007 წლიდან იცნობს და 2009 წლიდან ელოდებოდა, როდის ეტყოდა ცოლობაზე თანხმობას, თუმცა აქამდე თავს იკავებდა. ხატიას თქმით, კაცი ქართველი არ არის, თუმცა შეყვარებულია საქართველოზე და დაქორწინების შემდეგ საქართველოში ცხოვრებას აპირებს.

გუშინ ხატია წერეთელმა რომანტიკული ფოტო გამოაქვეყნა.

loading...

Share.