მოსკოვში კრემლის ხელმძღვანელის, ვლადიმირ პუტინის უსაფრთხოების სამსახურის ნაწილი, უშიშროების ფედერალური სამსახურის სნაიპერი გარდაცვლილი იპოვეს. რუსი ჟურნალისტების ცნობით, 24 წლის სნაიპერი თავის არეში გასროლით დაიღუპა.
ჟურნალისტებმა გაარკვიეს, გარდაცვლილი საკუთარ ბინაში იპოვეს გვერდით იატაკზე პისტოლეტი ეგდო, საიდანაც, დიდი ალბათობით, სნაიპერი მოკლეს. გამოძიება გარდაცვალების გარემოებების გარკვევას ცდილობს და ვარაუდობს, რომ თვითმკვლელობა შეიძლებოდა მომხდარიყო.
რუსი ჟურნალისტები იუწყებიან, რომ გარდაცვლილი 11488-ე სამხედრო ნაწილში მსახურობდა – ეს არის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური, სადაც არიან სნაიპერები, რომლებიც უზრუნველყოფენ რუსეთის პრეზიდენტის უსაფრთხოებას.