”თამილაზე მეტად არასდროს არავინ მყვარებია…” – ნახეთ რას ამბობს გიორგი წერეთელი თავის ახალ მეუღლეზე

0

მომღერალი გიორგი წერეთელი ოჯახის მესამედ შექმნაზე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისი მეორე ნახევარი, თამილა ნამდვილ ოჯახში გაზრდილია გოგოა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.
რას გვეტყვით თქვენს ოჯახზე?

loading...

ოჯახი ჩემთვის სიმდიდრეა და ძალიან მიყვარს, იმდენადაც კი, რომ ვერ წარმომიდგენია ადამიანი ოჯახის გარეშე. ჩემს ცხოვრებაში მოხდა ცვლილება და რამდენჯერმე დამენგრა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ადამიანი ვარ, რომელიც ოჯახს არ ეტრფის. ჩემი ოჯახი ყველამ კარგად იცის, სხვათა შორის, წლის სკანდალური წყვილიც გავხდით (იცინის). მესამე და სამართალიო. მე ოჯახისთვის ყოველთვის მამაკაცი ვიყავი, ჩემი ფუნქციები კარგად გააზრებული მქონდა და მაქვს, ცოტა შეიძლება, კავკასიელი ვარ, მაგრამ ვფიქრობ, ზუსტად ის ადამიანი უნდა იყოს ჩემ გვერდით, ვინც ამ ყველაფერს გაიგებს. ასეთი კი ჩემთვის თამილაა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაირღვეს ოჯახის იდილია და რაც ოჯახში ხდება, ოჯახშივე უნდა დარჩეს. როგორც კაცი უფრთხილდება კერას, ისევე უნდა გაუფრთხილდეს ქალიც, რადგან, სამწუხაროდ, გაუფრთხილებლობით ინგრევა ურთიერთობა. რთული საკითხია ოჯახის შენარჩუნება.

როცა სიყვარულია, იქ შენარჩუნებაზე უნდა იყოს საუბარი?

ოჯახი იწყება სიყვარულით, ყოველ შემთხვევაში, მე სიყვარულის გარეშე არც ერთი ოჯახი არ შემიქმნია, უბრალოდ, წლების განმავლობაში ეს სიყვარული გარკვეულ პასუხისმგებლობაში გადადის, რომელიც მამაკაცმაც უნდა აიღოს საკუთარ თავზე და ქალმაც. ის პირველი შეგრძნებები სულ სხვაა, მაგრამ როცა შვილი იბადება, პასუხისმგებლობა იმატებს და მერე სხვაგვარად წარიმართება ყველაფერი. ცხოვრება იმდენად რთულია, რომ ზოგჯერ საქმეს უფრო მეტ დროს ვუთმობთ, ვიდრე სიყვარულს. მოკლედ რომ ვთქვათ, არა მარტო მამაკაცმა, ქალმაც უნდა შეასრულოს თავისი ფუნქცია და როცა ეს ასე არ ხდება, მაშინ ირღვევა კავშირი. კარგად მახსოვს, იერუსალიმში ჯვრისწერას ვესწრებოდი და როცა მოძღვარი ნეფე-დედოფალს ღვინოს ასმევდა, ასეთი სიტყვები თქვა: ღვინის მთელი სიტკბო უნდა შესვას მამაკაცმა და დარჩენილი სიმწარე ქალმაო. მაშინ ჩემში პროტესტი გამოიწვია ამან, მაგრამ რომ დავუფიქრდეთ, ზუსტად ასეა, სიმწარეა: შვილების გაზრდა, მშობიარობა, თუნდაც ლოდინი. ადრე ომში მიდიოდნენ მამაკაცები და ქალბატონებს სულ მოლოდინის მზერა ჰქონდათ, ახლა ომი შეცვალა სამსახურებმა… ქალის ვალდებულებაა ოჯახში შეინარჩუნოს სითბო და იდილია, პრობლემების მიუხედავად.

მესამედ შექმენით ოჯახი და იპოვეთ ის, ვისაც ეძებდით?

მარტში გახდება ერთი წელი, რაც მე და თამილა ერთად ვართ – ჩემს დაბადების დღეზე უკვე ოფიციალურად იყო ჩემი მეუღლე. სიყვარული არასოდეს მიძებნია, ის ჩემთან ყოველთვის მოდიოდა. სიყვარული უნდა იგრძნო და არასოდეს შეგეშინდეს. მეც არ შემშინებია იმის აღიარება, რომ მიყვარდა, ვინც არ უნდა ყოფილიყო ის. სულ სხვა თვალით შევხედე თამილას. ვიგრძენი, რომ ეს ადამიანი შემიყვარდა. ჩემს ცხოვრებაში ხშირად ხდებოდა, როცა ქალბატონები მაგრძნობინებდნენ ჩემდამი სიმპათიას, მაგრამ ამ შემთხვევაში პირიქით მოხდა, დავინახე და მომეწონა. თამილამ შემომთავაზა, მეგობრები ვყოფილიყავით, მაგრამ პირდაპირ ვუთხარი: როგორც მეგობარს, ვერასოდეს შემოგხედავ, რადგან ძალიან მომწონხარ-მეთქი. მომწონდა თავისი საქციელიდან, სამეგობროდან, ოჯახიდან გამომდინარე. კარგად დამამახსოვრდა ერთი მომენტი, როცა დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე, მიპასუხა: ჯერ ოჯახს უნდა ვკითხოო. ეს ძალიან მესიამოვნა. დღითი დღე ვრწმუნდები იმაში, რომ თამილა ნამდვილ ოჯახში გაზრდილი გოგოა და მან კარგად იცის ოჯახის წევრების პატივისცემა. როცა ვუყურებ იმ ოჯახის იდილიას, სადაც ის გაიზარდა, ზუსტად ისაა, რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი. ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ ჩვენც წლების შემდეგ ასეთი ლამაზი ოჯახი გვექნება.

loading...

Share.