თემურ წიკლაური გარდაიცვალა

0

მომღერალი თემურ წიკლაური, რომელიც კორონავირუსის დადასტურების შემდეგ გორის ჰოსპიტალში, რეანიმაციაში მკურნალობდა, გარდაიცვალა.
ცნობისთვის, თემურ წიკლაური 1967–1972 წლებში იყო ანსამბლ „ციცინათელას“ წევრი, 1972 წლიდან ანსამბლ „ივერიას“ სოლისტი. მისი რეპერტუარი მოიცავს ქართველ კომპოზიტორთა სიმღერებს, მათ შორის:

loading...

ნოდარ გიგაურის „ჩემი თბილისი და ფიროსმანი“, გიორგი ცაბაძის „საქართველოს მანანებო“, ალექსანდრე ბასილაიას „იყიდება საქართველო“, ვაჟა აზარაშვილის „დინამო“, ალექსანდრე ბასილაიას მიუზიკლები: არწივი (1980, „ჩხიკვთა ქორწილი“), მეფე აიეტი (1983, „არგონავტები“), გერვასი (1986, „თოვლის ბებოს ზღაპარი“), ნიკო ფიროსმანი (1995, „ფიროსმანი“).

2014 წლის 23 იანვარს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან თემურ წიკლაურის ვარსკვლავი გაიხსნა.

წყარო: მთავარი

loading...

Share.