თვითმკვლელობა თუ არის, მოწმეებს რატომ აშინებენ და აქრობენ? – ბაჩალიაშვილის მამა

0

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ექსპერტიზის შუალედურ დასკვნასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ თამარს, სავარაუდოდ, მედიკამენტები დანიშნულებისამებრ აქვს მიღებული.

loading...

“თვითმკვლელობა თუ არის, კი ბატონო, მოწმეებს რაღას აქრობენ, ბაჭულაშვილს ხელს აფარებენ, ფლეშკები დაიკარგა, კომპიუტერი წაიშალა, ტელეფონი წაიშალა, ექსპერტი დააშინეს, მოწმეებთან დადიან კარდაკარ, აშინებენ ყველას, აბა როგორ ფიქრობთ თქვენ?“– ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის მამა.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის ექსპერტიზის შუალედურ დასკვნაში წერია, რომ სისხლში ალკოჰოლის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების კვალი არ ფიქსირდება, თუმცა ამოვიდა გარკვეული მედიკამენტების კვალი. უფრო კონკრეტულად კი ესენია წნევის დამწევი საშუალების, ანთებისა და ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატების შემცველობა.

loading...

Share.