presa
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • რელიგია
  • გართობა
  • სოციალური მედია
  • ეს საინტერესოა
  • სხვა კატეგორიები
    • სამართალი
    • ჰოროსკოპი
    • სხვადასხვა
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • ჯანმრთელობა
Facebook Twitter Instagram
კვირა, ივნისი 4
  • რეგისტრაცია
  • შესვლა
  • კონტაქტი
presa
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • რელიგია
  • გართობა
  • სოციალური მედია
  • ეს საინტერესოა
  • სხვა კატეგორიები
    • სამართალი
    • ჰოროსკოპი
    • სხვადასხვა
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • ჯანმრთელობა
presa
Home»World News»“თქვენ გეძინათ ძმებო, ბელარუსებო. ჩვენ გავიღვიძეთ. მაგრამ თქვენ ახლაც გძინავთ. ჩვენ კი აღარ ვწვებით დასაძინებლად, იმიტომ რომ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის“
World News

“თქვენ გეძინათ ძმებო, ბელარუსებო. ჩვენ გავიღვიძეთ. მაგრამ თქვენ ახლაც გძინავთ. ჩვენ კი აღარ ვწვებით დასაძინებლად, იმიტომ რომ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის“

presaBy presa27/02/2022კომენტარები ჯერ არ არის2 Mins Read
Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, 27 თებერვალს, ვიდეო გაავრცელა, რომელშიც იგი რუსულ ენაზე მიმართავს ბელარუს ხალხს.
დღეს 27 თებერვალს ბელარუსში რეფერენდუმი იმართება საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, რითაც პარლამენტს პრეზიდენტის იმპიჩმენტის უფლება ერთმევა. ლუკაშენკო 27 წელზე მეტია, პრეზიდენტია.
ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ეს რეფერენდუმი ახლა ბელარუსი ხალხის მთავარი არჩევანია.
„წინა ღამე უკრაინაში სასტიკი იყო. ოკუპანტები იბრძვიან ყველას წინააღმდეგ.
უკრაინის ქალაქები ცხოვრობენ ისეთ პირობებში, როგორიც იყო ჩვენს და თქვენს ქვეყანაში მეორე მსოფლიო ომის დროს. მაგრამ ამ ომში თქვენ ჩვენს მხარეს არ ხართ, სამწუხაროდ.

თქვენი ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინისკენ რაკეტებს უშვებენ, თქვენი ტერიტორიიდან კლავენ ჩვენს შვილებს, ანგრევენ ჩვენს სახლებს, ცდილობენ ააფეთქონ ყველაფერი, რაც აშენდა ათწლეულების განმავლობაში არა მხოლოდ ჩვენს, არამედ ჩვენი მამების მიერ.

ახლა თქვენ წყვეტთ ვინ ხართ, როგორ ჩახედავთ თვალებში თქვენს შვილებს, ერთმანეთს, თქვენს მეზობლებს. და ჩვენ, უკრაინელები, ვართ თქვენი მეზობლები“ – განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ წუხანდელი ღამე კიევში სასტიკი იყო და რუსი ოკუპანტები ცდილობენ ყველაფრის განადგურებას.

„კიევს თავს დაესხნენ დილის 4 საათზე. ვიღაცას ასეთი იუმორის გრძნობა აქვს. ისე, როგორც 1941 წელს. თქვენ გეძინათ ძმებო, ბელარუსებო. ჩვენ გავიღვიძეთ. მაგრამ თქვენ ახლაც გძინავთ. ჩვენ კი აღარ ვწვებით დასაძინებლად, იმიტომ რომ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის“.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განმარტა, თუ რატომ არ ეთანხმება კიევი მოლაპარაკების გამართვას მინსკში.

„თქვენი ტერიტორიიდან რომ არ ყოფილიყო აგრესიული ქმედება, ჩვენ შეგვეძლო მინსკში გველაპარაკა, თქვენს ქალაქში. როცა ნეიტრალური იყავით, ჩვენ ვლაპარაკობდით მინსკში, ჩვენ ბევრჯერ შევხვედრივართ.

ამიტომ არ ვლაპარაკობთ მინსკში.

ჩვენ არ გვინდა მშვიდობა, ჩვენ გვინდა ომის დამთავრება. ვარშავა, ბრატისლავა, ბუდაპეშტი, სტამბოლი, ბაქო – ეს ყველაფერი ჩვენ შევთავაზეთ, რუსულ მხარეს. ნებისმიერი სხვა ქალაქიც გვაწყობს იმ ქვეყნებში, საიდანაც უკრაინისკენ რაკეტები არ მოფრინავენ“ – განაცხადა ზელენსკიმ.

Share. Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
Previous Article“რუსმა ფაშისტებმა, ერთი ოჯახის 3 წევრი მოკლეს, მათ შორის მე-4 კლასელი გოგონა..” – ნახეთ საზარელი ამბის დეტალები
Next Article ”სახლიდან გავიდა თუ არა მაშინვე ესროლეს საწყალს…” – ნახეთ ვინ არის ქართველი, რომელიც უკრაინაში რუსებმა მოკლეს

Related Posts

ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა

20/02/2023

“ნამდვილი სასახლეა,ასეთი სახლი თურქეთში არავის აქვს..” – ნახეთ როგორი სახლი აქვს ყველასათვის საყვარელ თურქ მსახიობ მურად ილდირიმს (ფოტო)

13/02/2023

“დაიღუპა 76 და დაშავდა 500 ადამიანი..” – ნახეთ ვრცელდება უმძიმესი კადრები შემზარავი მიწისძვრის ეპიცენტრიდან

06/02/2023
უახლესი სტატიები

“პატარას ლიზა იასკომ და მიშამ ისეთი სახელი დაარქვეს არავის ჰქვია და ვერ წარმოიდგენთ რა თქვა სოფომ მათზე..”

03/06/2023

“ღმერთო,3 წლის ბავშვს პირდაპირ შეასკდა,ბავშვი მოწყვეტით ძირს დაეცა და..” – ნახეთ ამ წამს უმძიმესი შემთხვევა მოხდა

02/06/2023

“სასაფლაოდან ტყუპი ბავშვის ცხედრები გაიტაცაეს,დედამ რომ დაინახა ეს..” – ნახეთ რას ამბობს ბავშვების დედა

01/06/2023

რეალური “მაუგლის” ტრაგიკული ისტორია – ვინ იყო და როგორ გაგრძელდა მგლების მიერ გაზრდილი ბიჭის დაუჯერებელი ისტორია, რომელიც მონადირეებმა ჯუნგლებში იპოვეს (ფოტორეპორტაჟი)

31/05/2023
პოპულარული სტატიები
საზოგადოება

“პატარას ლიზა იასკომ და მიშამ ისეთი სახელი დაარქვეს არავის ჰქვია და ვერ წარმოიდგენთ რა თქვა სოფომ მათზე..”

03/06/202301 Min Read

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიზა იასკოს შვილი შეეძინა. ინფორმაცია ლიზა იასკოს ვრცელი პოსტის შემდეგ გავრცელდა. ბავშვის…

“ღმერთო,3 წლის ბავშვს პირდაპირ შეასკდა,ბავშვი მოწყვეტით ძირს დაეცა და..” – ნახეთ ამ წამს უმძიმესი შემთხვევა მოხდა

02/06/2023

“სასაფლაოდან ტყუპი ბავშვის ცხედრები გაიტაცაეს,დედამ რომ დაინახა ეს..” – ნახეთ რას ამბობს ბავშვების დედა

01/06/2023

რეალური “მაუგლის” ტრაგიკული ისტორია – ვინ იყო და როგორ გაგრძელდა მგლების მიერ გაზრდილი ბიჭის დაუჯერებელი ისტორია, რომელიც მონადირეებმა ჯუნგლებში იპოვეს (ფოტორეპორტაჟი)

31/05/2023
ჩვენს შესახებ

გასართობი საინფორმაციო საიტი

“პატარას ლიზა იასკომ და მიშამ ისეთი სახელი დაარქვეს არავის ჰქვია და ვერ წარმოიდგენთ რა თქვა სოფომ მათზე..”

03/06/2023

“ღმერთო,3 წლის ბავშვს პირდაპირ შეასკდა,ბავშვი მოწყვეტით ძირს დაეცა და..” – ნახეთ ამ წამს უმძიმესი შემთხვევა მოხდა

02/06/2023

გამოიწერეთ სიახლეები

მიიღეთ სიახლეები სწრაფად

  • About
  • კონტაქტი
  • Privacy Policy
© 2020 - 2023 presa.cc

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.