ილია მეორე: დღეს უნდა წაიღოთ სახლებში ნაკურთხი წყალი და ასხუროთ კარმიდამოს, შვილებს, ოჯახს და მადლი ღვთისა უხვად გარდამოვა თქვენზედა

0

„ქვეყანაზე მადლი ღვთისა გადაგვარჩენს ჩვენ“,- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ სამებაში წყლის კურთხევის რიტუალის დაწყებამდე განაცხადა.
წყლის კურთხების რიტუალი სამების ტძრის ეზოში ჩატარდა.
„ქვეყანაზე ეს მადლი ღვთისა გადაგვარჩენს ჩვენ, მადლი ღვთისა იქნება უხვად მფარველი ჩვენი. ახლა ეზოში გავიდეთ და შევასრულოთ წყლის კურთხევა“, – განაცხადა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა რიტუალის შესრულებამდე.

loading...

ილია მეორემ მრევლს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა.

„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს მადლი ღვთისა გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს. დღეს უნდა წაიღოთ სახლებში ნაკურთხი წყალი და ასხუროთ კარმიდამოს, შვილებს, ოჯახს და მადლი ღვთისა უხვად გარდამოვა თქვენზედა. არ მოგაკლოთ ღმერთმა მადლი ღვთისა, ჩვენთან არს ღმერთი“,- აღნიშნა პატრიარქმა.

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს.

loading...

Share.